• პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

    ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018 10:24 view 5760
    პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

    პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმ ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა დღეს, გამთენიისას გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

    „პაციენტი 8 საათზე გარდაიცვალა. გამთენიისას უეცრად გაუარესდა მდგომარეობა, დაფიქსირდა გულის ოთხჯერ გაჩერების ეპიზოდი. რეანიმაცია დასრულდა წარუმატებლად“, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა. 

    ოჯახი თემირლან მაჩალიკაშვილის გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, რაზეც ოფიციალური უარი გუშინ მიიღეს. ამის შემდეგ პაციენტის თურქეთში, კლინიკა „კოჩ-ჰოსპიტალში“ გადაყვანა იგეგმებოდა.

    26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრა. ის თავდაპირველად თელავის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, სადაც ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, 28 დეკემბერს კი თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი დააკავეს. მათ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან - ახმედ ჩატაევთან და მისი ჯგუფის წევრებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.

    2018 წლის 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც მათი ინფორმაციით, ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში ახმედ ჩატაევის დაჯგუფის წევრები - შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.

    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, გასაჯაროებული კადრები არ ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს ტერორიზმთან.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]