• მუსლიმურ სამყაროში რამადანი დაიწყო

    ხუთშაბათი, 17 მაისი 2018 15:59 view 5267
    მუსლიმურ სამყაროში რამადანი დაიწყო

    მუსლიმურ სამყაროში რამადანი დაიწყო. რამადანი მთვარის კალენდრის მეცხრე თვეა. ეს პერიოდი მუსლიმთა ცხოვრებაში განსაკუთრებული მარხვით და ლოცვით გამოირჩევა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ თვეში მიანიჭა ალაჰმა მუჰამედს შუამავლის, მოციქულისა და ყურანის გამავრცელებლის მისია.

    რამადანის თვეში მორწმუნეები დაბინდებამდე არ ჭამენ და არ სვამენ, არ ეწევიან თამბაქოს, ღამით კი მსუბუქად ვახშმობენ და ვიდრე გათენდება, მანამდე საუზმობენ. მუსლიმები დღის საათებს უთმობენ შრომას, ლოცვას, ყურანის კითხვას და ქველმოქმედებას. ეს წესი ყველა მუსლიმმა უნდა დაიცვას, თუკი საგანგებო ვითარებაში არ იმყოფება. მარხვისგან გათავისუფლებული არიან ავადმყოფები, ბავშვები, მოგზაურები. ისინი, ვინც რამადანის დროს ვერ მარხულობენ, გაცდენილ დღეებს წლის სხვა პერიოდში მარხვით ან ქველმოქმედებით ანაზღაურებენ.

    მარხვა მთავრდება დღესასწაულით, რომელსაც იდ ალ-ფიტრი ჰქვია. დღესასწაული რამადანის ბოლო დღეს იწყება და სამი დღე გრძელდება.

    მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 10,7 % მუსლიმია, რაც დაახლოებით 400 000 ადამიანია.  

    პანკისის სათემო რადიო საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამადანის დაწყებას ულოცავს, მშვიდობას, სულიერ და ფიზიკურ მხნეობასა და სიხარულს უსურვებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]