დაღუპულის ნათესავების თქმით, სირიაში არიან მუხმად ფარეულიძის მამა - ახმად ფარეულიძე, დედა სამი და-ძმა. ახმად ფარეულიძე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, პანკისელი თარხან ბათირაშვილის დაცვის უფროსი იყო.
თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის ივლისში გავრცელდა, რაც პანკისში მისმა ძმამ და მამამ დაადასტურეს და სამძიმარი მიიღეს. მაშინ ითქვა, რომ სირიაში დაბომბვის დროს დაიჭრა ახმად ფარეულიძეც, მაგრამ გადარჩა. ის დღემდე „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვის.
პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 32 პანკისელი ემსხვერპლა.