• პანკისელ უხუცესებს აჩვენეს ვიდეოს ნაწილი, რაც დანაშაულს ადასტურებს - გუბერნატორი

    კვირა, 31 დეკემბერი 2017 00:50 view 3885
    პანკისელ უხუცესებს აჩვენეს ვიდეოს ნაწილი, რაც დანაშაულს ადასტურებს - გუბერნატორი

    პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა თელავში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში 29 დეკემბერს შედგა.

    კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე უხუცესებს გააცნეს აუდიო და ვიდეო მასალები და მიაწოდეს ინფორმაცია სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირების კავშირის შესახებ ახმედ ჩატაევთან.

    „ყველა იმ კითხვებზე იყო პასუხი, რაც საინტერესო იყო. ნაწილი ინფორმაციისა, რომელიც მოიცავდა აუდიო და ვიდეო მასალას, მიიღეს იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ამ ინფორმაციამ მათ სურათი დაანახა. მასალიდან მათ დაინახეს, რა კავშირში იყვნენ ის ადამიანები, ვის წინააღმდეგაც სპეცოპერაცია განხორციელდა, ჩატაევის ჯგუფთან. პირდაპირ კავშირზე იყო იმ ინფორმაციაში მოცემულობა“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

    კახეთის გუბერნატორის თქმით, სპეცრაზმის ინტერესებში არ შედიოდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია და სპეცრაზმელი იძულებული გახდა მისთვის ესროლა.

    „სპეცრაზმის, გამოძიების და სპეცსამსახურის ინტერესებში ვინმეს ლიკვიდაცია არ შედიოდა, იმიტომ, რომ როგორც მასალიდან ჩანს, ეს ერთ-ერთი მთავარი ინფორმაციის წყარო უნდა იყოს მომავალში ძიებისთვის. უბრალოდ მან შესვლის მომენტში ის მოქმედება განახორციელა - ხელყუმბარა, რის გამოც, სპეცრაზმელი იძულებული გახდა, რომ იარაღი გამოეყენებინა. სპეცრაზმის მოქმედება ახსნა თავიდან ბოლომდე წარმომადგენელმა და მიუთითა, რა თქმა უნდა, ყველა ის გარემოება, რაც იყო და რომ მაჩალიკაშვილის განადგურების არანაირი სურვილი სპეცრაზმს არ გააჩნდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა უხუცესებს სთხოვა, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ხეობიდან გარკვეული სახის ინფორმაციის გაცემა შეიზღუდოს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]