• მე და სახელმწიფო - მგლების თავდასხმის შემთხვევები და პრევენცია

    სამშაბათი, 31 იანვარი 2017 17:57 view 4228
    მე და სახელმწიფო - მგლების თავდასხმის შემთხვევები და პრევენცია

    პანკისის ხეობაში მგლები შინაურ ცხოველებს თავს ხშირად ესხმიან. ბოლოს ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც მტაცებლებმა 21 სული ცხვარი სოფელ ხალაწანში გაანადგურეს.

    საქართველოს კანონმდებლობით მგლის მოკვლა როდესაც ის ადამიანს ან შინაურ ცხოველს ესხმის თავს, სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს. შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე მისი მოკვლა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 850 ლარამდე, ხოლო გარემოსადმი მიყენებული ზარალის ოდენობა ერთ მგელზე 300 ლარს შეადგენს.

    გარემოსდამცველები ამბობენ, რომ მგელი ეკოსისტემის შემადგენელი მნიშვნელოვანი ინდივიდია და მისი რეგულირებაც გონივრული უნდა იყოს.

    რა ინფორმაცია აქვს გარემოს დაცვის სამინისტროს საქართველოში მგლის რიცხოვნობის შესახებ? რა საკანონმდებლო რეგულაციაზე მუშაობენ უწყებაში და როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები მტაცებლის თავდასხმის შემთხვევაში?

    გადაცემის სტუმარია (სატელეფონო ჩართვით):
    კარლო ამირგულაშვილი - გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

    სიუჟეტის ავტორია - დიანა გაურგაშვილი; გადაცემას უძღვება - ნაზი დაქიშვილი.

     

    გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]