5 ნოემბერს, ახმეტის რაიონის სოფელ არგოხის იპოდრომზე ტრადიციული საშემოდგომო დოღი მოეწყობა. დოღი ორ დისტანციაზე, 3000 და ექვსიათას მეტრზე გაიმართება. საპრიზო ფონდი 1 500 ლარია, რომელიც პირველი სამი ადგილის მფლობელზე განაწილდება.
27 სექტემბერს, პანკისის ხეობის სოფელ ხადორში, რეინჯერთა სახლის ეზოში ჯგუფი „ბანი“ კონცერტს გამართავს. კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.
დღეს, 26 სექტემბერს, 14: 00 საათზე პანკისის ხეობის სოფელ დუისის კლუბში ჩრდილების სახელმწიფო პროფესიული თეატრი „აფხაზეთი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ სპექტაკლს - „წელიწადის ოთხი დრო“. დასწრება თავისუფალია.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია საქართველოს ხუთ რეგიონში ვაინახური კულტურის ფესტივალს გამართავს.