• weather cur horoscope
    მე და სახელმწიფო

    პანკისის ხეობის სოფელ დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა.

    რა მდგომარეობაა პანკისის ხეობაში სპორტზე ხელმისაწვდომობის კუთხით? ხეობის 12 სოფლიდან არცერთში არ არის მოწყობილი სპორტული მოედანი, არადა, პანკისელი ბავშვებისა და ახალგაზრდების დიდი ნაწილი ფეხბურთითაა გატაცებული. წინა წლებში სპორტის სამინისტრომ რამდენიმე სოფელში ქუჩის ღია სავარჯიშო მოწყობილობები დაამონტაჟა. ასევე, დუისში ფუნქციონირებს ძიუდოს დარბაზი.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლისთვის, სირიასა და ერაყში, ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში, საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, ბოლო წლებში სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 32 პანკისელი ემსხვერპლა.

    პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტი ჩავარდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პანკისი-თუშეთის მიმართულებაზე ვერ მოხერხდა შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების მიღება, რთული რელიეფიდან გამომდინარე და გეოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.

    პანკისის ხეობის სოფელ ქორეთში, 2005 წელს, აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების 32 ოჯახიდან ახლა 10 ოჯახიღაა დარჩენილი. მათი ნაწილიც აჭარაში დაბრუნებას ფიქრობს.

    პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ერთ-ერთ მთავარ საკითხად დასახელდა მთის სათემო ორგანიზაციების პირველივე ფორუმზე, რომელიც თელავში გაიმართა.

    პანკისის ხეობაში, დუისის და ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრებმა 2019 წლის იანვრიდან, დაფინანსების არქონის გამო მუშაობა შეწყვიტეს. ამ ცენტრების აქტივობებში ხეობის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 300-მდე ბავშვი იყო ჩართული.

    გადაცემაში პანკისის ხეობის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის კრიზისზე ვსაუბრობთ.

    როგორ აფასებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და სამთავრობო ცვლილებებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი? რა პოტენციალი აქვს პანკისის ხეობას განვითარებისთვის? როგორ უწყობს ხელს აშშ-ის საელჩო მეწარმეობაში ახალგაზრდებისა და ქალების მონაწილეობას?

    რა მნიშვნელობა აქვს პანკისობის აღნიშვნას ხეობისთვის, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის? რა პროექტები განხორციელდა პანკისში და რა სარგებელი მოუტანა მოსახლეობას? რა პროექტების განხორციელება იგეგმება სამომავლოდ?

    თუშეთში ტურისტული სეზონის დასრულებამდე ორი თვე დარჩა და მუნიციპალიტეტის გამგეობას შიდა გზები ამ დრომდე არ გაუწმენდია. პირიქითის ხეობაში სოფელ გირევთან მისასვლელი გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებსაც უჭირთ. დართლოს გზაზე ადგილობრივებმა 5 მეტრიანი ზვავი ხელით და ბენზოხერხებით გაჭრეს. ჩანგრევაზეა შენაქო–დიკლოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი შვებულებაშია და დროს ბრიტანეთში ატარებს.

    საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეაქვს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პროგრამის სერვისების მოცულობა მოქალაქეების ინდივიდუალური შემოსავლის მიხედვით განისაზღვრება.

    ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 24 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივიდან 3 პანკისის ხეობაშია. კოოპერატივი „ურთანაული“ სოფელ ძიბახევში მეფუტკრეობას მისდევს, „სპეროზა“ და „პანკისი 2015“ კი სოფელ დუისში რეგისტრირებული მესაქონლეობის კოოპერატივებია. „პანკისი 2015-ის“ თავმჯდომარე ნოდარ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არსებულ კოოპერატივებს განვითარებაში უშლის ხელს.

    2016 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების 57% მიიჩნევს, რომ მათ სოფელში გასართობი და დასასვენებელი ადგილები არ არის. ახალგაზრდების უმრავლესობა, 61% კი ამბობს, რომ ფიზიკური აქტივობით/სპორტით არ არის დაკავებული.

    კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

    სიახლეები

    პანკისში თავს დაესხნენ მსახიობს, იმის გამო, რომ შორტები ეცვა

    პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პოლიციის განყოფილებიდან 15…

    ფესტივალი «Art-გენი» 16 ივნისს ახმეტიდან დაიწყება

    ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „Art-გენი“ წელს ახმეტიდან დაიწყება.…

    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით,…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]