• weather cur horoscope

    იზა ბექაური – ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს ცენტრი დავხუროთ და გავიდეთ პანკისიდან

    ხუთშაბათი, 05 იანვარი 2017 13:32 view 6017
    იზა ბექაური – ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს ცენტრი დავხუროთ და გავიდეთ პანკისიდან

    არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი აპირებს გადახედოს თავის საქმიანობას და შესაძლოა, პანკისის ხეობაში აქტივობები შეამციროს ან საერთოდ შეწყვიტოს უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე.

    „ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს ცენტრი დავხუროთ და გავიდეთ პანკისიდან. ალბათ მოგვიწევს პარტნიორებთან ერთად გასაუბრება, როგორ მიმართულებას ავიღებთ და როგორ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას“, – აცხადებს ორგანიზაციის დირექტორი იზა ბექაური.

    3 იანვარს, უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისი ფუნქციონირებს, ცეცხლი წაუკიდეს.

    ორგანიზაციის დირექტორმა იზა ბექაურმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტს წინ უძღოდა მუქარები.

    კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ხეობაში საგანმანათლებლო, კულტურულ და უფლებადაცვით პროექტებს ახორციელებს. მათ შორის, დუისის კულტურის სახლში ფონდის ძალისხმევით ფუნქციონირებს ცეკვისა და სიმღერის წრეები, ასევე სასწავლო ცენტრი.

    ცოტა ხნის წინ, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი შეუერთდა საქართველოში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასაც. ამავე დროს, პანკისის ხეობაში კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით რამდენიმე წლის წინ დაარსდა და ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაცია უხუცეს ქალთა საბჭო.

    ორგანიზაციის და მისი დირექტორის წინააღმდეგ, პანკისში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილის აგრესია შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც იზა ბექაურმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საჯაროდ განაცხადა, რომ მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს. პანკისის სათემო რადიოსთვის მიცემული ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, იზა ბექაურის თქმით, მას სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ და მოუწოდებდნენ, რომ მის ორგანიზაციას პანკისში მუშაობა შეეწყვიტა. რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ზეწოლის თავიდან არიდების მიზნით, იზა ბექაურს საკუთარი პროფილი გაუქმებულიც ჰქონდა. აგრესიული ახალგაზრდები მას ქუჩაშიც დახვდნენ და განმარტებების გაკეთებას აიძულებდნენ. მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო პანკისის სათემო რადიომაც.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახალი დეტალები ვახტანგ ფარეულიძის ძმის და დაცვის წევრების დაკავებაზე

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა პანკისელი ბიზნესმენის ვახტანგ ფარეულიძის ძმის…

    ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე ვახტანგ ფარეულიძის ძმა და მისი დაცვის 3 წევრი დააკავეს

    თბილისში პანკისის მცხოვრებლები ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და…

    პანკისში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა დააკავეს

    პოლიციამ პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]