• weather cur horoscope

    სოფიო შამანიდი - პრეზიდენტი პანკისის ხეობაში KRDF–ის მხარდაჭერას გააგრძელებს

    ოთხშაბათი, 11 იანვარი 2017 13:01 view 2991
    სოფიო შამანიდი - პრეზიდენტი პანკისის ხეობაში KRDF–ის მხარდაჭერას გააგრძელებს

    საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი პანკისი ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრას დაესწრო, რომელზეც 3 იანვარს „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ საზოგადოებრივ ცენტრში მომხდარი ინციდენტი განიხილეს.

    პანკისის სათემო რადიო WAY–ს ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე და სალაფიტების ერთ–ერთი წარმომადგენელი.

    პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ „კახეთის რეგიონული განვითრების ფონდი“ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით პანკისის ხეობაში არაერთ პროექტს ახორციელებს და რამდენიმე პროექტისთვის სწორედ ის შენობა იყო გამოყენებული, რომლის დაწვის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი.

    „ცხადია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს ამ პროექტების განხორციელებას, რომელიც დაიწყო შარშან. მეტიც, ჩვენ ვაპირებთ ჩვენი საქმიანობის უფრო გაფართოებას პანკისის ხეობაში. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტმა წლევანდელი წელი განათლების წლად გამოაცხადა და შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო პროექტებს“,- აღნიშნა სოფიო შამანიდმა.

    პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, დუისის კულტურის სახლში მომხდარ ინციდენტში არცერთი მხარე არავის ადანაშაულებს.

    „ჩვენ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ მოხდა კრიმინალი. ეს ამ შეხვედრაზე გაირკვა და მე მინდა მადლობა ვუთხრა სალაფიტების წარმომადგენლებსაც, უხეცესთა საბჭოსაც და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომ ამას ბოლოს და ბოლოს ნათელი მოეფინა“,- განაცხადა სოფიო შამანიდმა.

    პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოხდა დროული რეაგირება და ამ ეტაპზე მუშაობა რამდენიმე ვერსიაზე მიმდინარეობს.

    „მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ დაველოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველდღიურ კავშირშია თავად მინისტრთან. ისინი რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც გაირკვევა ვინ ჩაიდინა კრიმინალი, ნათელი გახდება, რომ არანაირი რელიგიური ელფერი ამ ინციდენტის უკან არ არის“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო შამანიდმა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისში «ხადორობა» ეთნიკური ქისტების გარეშე იზეიმეს

    პანკისის ხეობის სოფელ ხადორში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით „ხადორობა 2019“…

    პანკისის შემთხვევა იყო განსაკუთრებული. გპირდებით, მოჰყვება თავისი შედეგები - გახარია

    „პანკისი იყო განსაკუთრებული შემთხვევა. პანკისი იყო სპონტანური აქცია, პანკისი იყო…

    «პანკისის სახალხო კრება» ხეობაში შარიათის განმტკიცებასთან კავშირს უარყოფს

    „პანკისის სახალხო კრება“ განცხადებას ავრცელებს სათემო რადიოს ეთერში, გადაცემაში „მე…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]