• weather cur horoscope

    ხმა პანკისიდან - თამაზ ალხანაშვილი ► ბრძოლა შიშველი ხელებით

    ორშაბათი, 08 აპრილი 2019 00:06 view 1793
    ხმა პანკისიდან - თამაზ ალხანაშვილი ► ბრძოლა შიშველი ხელებით

    რამდენიმე დღის წინ, შერეული ორთაბრძოლების (MMA) პანკისელმა სპორტსმენმა, 28 წლის ასლან გორგიშვილმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო. მანამდე ასლანმა გამარჯვება მოიპოვა ყაზახეთში პროფესიონალურ ტურნირზეც. საქართველოს სახელით საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობს კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდა, 23 წლის ისლამ მაჩალიკაშვილი.

    ვარჯიში ორივემ პანკისში დაიწყო. დუისში, ძველი სავაჭრო ცენტრის უკან, ერთ პატარა, ცივ და ნესტიან ოთახში იკრიბებოდნენ. წარმატებას მაინც მიაღწიეს, თუმცა, ყურადღება ვერაფრით მიიქციეს, რომ ხეობაში კიკბოქსინგით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ელემენტარული პირობები მაინც შეექმნათ.

    2015 წლიდან პანკისელმა კიკბოქსიორებმა თავი დუისში გახსნილ ძიუდოს დარბაზს შეაფარეს. ვარჯიში მხოლოდ გვიან საღამოს შეუძლიათ, როცა ძიუდოისტები მუშაობას ასრულებენ.

    „დარბაზი მთელი დღე ძიუდოს უკავია, საღამოს 7 საათზე თავისუფლდება. 7-დან 10-მდე ჩვენ ვვარჯიშობთ. რომ გვიღამდება, მშობლები პატარა ბავშვებს აღარ უშვებენ, ზამთრის პერიოდში მხოლოდ დიდი ბიჭები გვყავს, ახლო-მახლოს ვინც ცხოვრობს. აქედან მერე სახლში წასვლაც რთულია. ტრანსპორტი არ დადის. ბევრი ქუჩა განათებულიც არ არის“, - ამბობს თამაზ ალხანაშვილი, კიკბოქსინგის მწვრთნელი. უშუ სანდაში საქართველოს ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია. დაგროვილ ცოდნას ახლა 35-მდე მოსწავლეს უზიარებს თამაზ ბაღაკაშვილთან ერთად. დუისში 25 ბავშვს ყოველდღე ავარჯიშებს პარასკევის გარდა, დუმასტურში 10 ბავშვს კვირაში სამჯერ. სწავლა უფასოა. მწვრთნელებს ხელფასს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია უხდის, თვეში 300 ლარს.

    „დუმასტურში ვარჯიში ახლა დავიწყეთ. ამაში არავინ არაფერს მიხდის, არც მომითხოვია. ჩემი სურვილით წავედი. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაა, თან ბავშვები დაკავებულები იქნებიან, ქუჩისთვის ნაკლები დრო დარჩებათ, ვინც არის, ისიც ჩამოშორდება.

    რაც უარყოფითი უგროვდებათ, აქვე ჩხუბობენ, დარბაზშივე იცლებიან. მატანშიც ჩავედი, ორივე სკოლაში დირექტორებს ველაპარაკე, ქირის გარეშე ვერ შემოგიშვებთო“, - თამაზ ალხანაშვილის თქმით, კიკბოქსინგისთვის ცალკე სავარჯიშო ოთახი რომ ჰქონდეთ, ორ-სამ ჯგუფს გააკეთებდა, დიდებს და პატარებს გაყოფდა და უფრო ეფექტიანად იმუშავებდა.

    ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვები სავარჯიშოდ სპორტულ მოედანზე გაჰყავს. საჭირო ინვენტარიც არ გააჩნიათ. ზოგიერთ ბავშვს სავარჯიშოდ აუცილებელი ხელთათმანიც არ აქვს: „ბავშვებს, ზოგიერთებს ხელთათმანის ყიდვის საშუალება არ აქვთ. უმეტესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა. მაგათთვის ხელთათმანები გვინდოდა, თუ ვინმე ჩვენი მხარდაჭერის სურვილს გამოთქვამს“.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახალი დეტალები პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

    პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის ვისო…

    პანკისში მკვლელობის ფაქტზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს

    კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული…

    რა მოხდა მკვლელობის დღეს და მანამდე - სისხლიანი კონფლიქტი პანკისში

    მეხუთე დღეა, მუთოშვილების ოჯახში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ხალხის ნაკადი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]