• weather cur horoscope

    პანკისში გამართულ მსვლელობაში კადიროვების მომხრეთა შორის საჯარო მოხელეებიც იყვნენ

    პარასკევი, 15 ივნისი 2018 18:12 view 3024
    ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

    პანკისში, დღეს დილით მომხდარ ინციდენტში, რომელიც ხეობაში ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ახმად კადიროვის ფოტოების გამოჩენას და კადიროვების მხარდამჭერ შეძახილებს მოჰყვა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

    „რეგინფოს“ არაერთმა სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ კადიროვების მხარდაჭერი აქცია ადგილობრივი საჯარო მოხელეების მიერ იყო წახალისებული.

    „რეგინფოსთვის“ მათი ვინაობა ცნობილია, თუმცა რადგან არაერთი მცდელობის მიუხედავად მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ, მათ ვინაობას ჯერ არ ვამჟღავნებთ და ამ თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ.  

    ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კადიროვების მხარდამჭერ ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, კავკასიოლოგი ალეკო კვახაძეც ადასტურებს, რომელიც პანკისის ხეობაში იმყოფება. „კადიროვის რეჟიმმა მოსახლეობის განწყობები მოსინჯა. პანკისი ეთნიკური ქისტებით კომპაქტურად დასახლებული ერთადერთი ადგილია, სადაც მან გავლენის დამყარება ვერ შეძლო. ასეთი პროვოკაციები კიდევ მოსალოდნელია“, - უთხრა „რეგინფოს“ ალეკო კვახაძემ.  

    პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაში მონაწილე რამდენიმე მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტოები იყო გაკრული, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“.

    ამ ფაქტმა ადგილობრივთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ვიდეომასალა, რომელიც „რეგინფომ“ მოიპოვა, ზუსტად იქ წყდება, როცა შელაპარაკების ადგილას ახალგაზრდები მიდიან. ვიდეოდან ჩანს, რომ მანქანების მოძრაობის დროს რამდენიმე მანქანიდან ჰაერში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოხდა. სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში სიმშვიდეა. შსს-ს ინფორმაციით, სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ზელიმხან ხანგოშვილი იმ დროს მოკლეს, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა

    საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილს, რომელიც გუშინ, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს,…

    გერმანიაში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

    პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადასტურებენ გვიან საღამოს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ…

    მალხაზ მაჩალიკაშვილმა «იმედის» და «პრაიმტაიმის» წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მალხაზ მაჩალიკაშვილის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]