• weather cur horoscope

    მე და სახელმწიფო – შეწყალება და მისი გამოყენების წესები

    ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 11:16 view 2021
    მე და სახელმწიფო – შეწყალება და მისი გამოყენების წესები

    შეწყალება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია სისხლის სამართალში - იგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ხამურაბის ეპოქის ბაბილონში, ძველი წელთაღრიცხვის მე-18 საუკუნეში.

    საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეწყალება არის მსჯავრდებულის სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდისაგან, ან სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით, ანდა ნასამართლობის ვადამდე მოხსნა იმ პირისთვის, რომელმაც უკვე მოიხადა სასჯელი და ა.შ.

    შეწყალება ხორციელდება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე და მისი სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, შეწყალების ექსკლუზიური უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც რეკომენდაციებს შეწყალების საკითხთა კომისია წარუდგენს.

    რა იციან შეწყალების საკითხთა კომისიის შესახებ პანკისის ხეობაში და როგორია ადგილობრივების დამოკიდებულება ამ მექანიზმზე, სათემო რადიომ ხეობაში რამდენიმე ადამიანი გამოკითხა.

    რა არის შეწყალების საკითხთა კომისია და ვინ შეიძლება მიმართოს მას? როგორია შეწყალების სახეები; რა ფორმით და როგორი წესით უნდა მიმართოს შეწყალების კომისიას მსჯავრდებულმა ან სხვა დაინტერესებულმა პირმა?

    სტუდიაში გადაცემის სტუმარია:

    ზვიად ქორიძე – შეწყალების საკითხა კომისიის თავმჯდომარე;

    გადაცემას უძღვება – ნაზი დაქიშვილი.

    გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

    სიახლეები

    ახალი დეტალები პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

    პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის ვისო…

    პანკისში მკვლელობის ფაქტზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს

    კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული…

    რა მოხდა მკვლელობის დღეს და მანამდე - სისხლიანი კონფლიქტი პანკისში

    მეხუთე დღეა, მუთოშვილების ოჯახში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ხალხის ნაკადი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]