• weather cur horoscope

    მე და სახელმწიფო - პროტესტი პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტის ჩავარდნის გამო

    ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 16:05 view 2649
    მე და სახელმწიფო - პროტესტი პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტის ჩავარდნის გამო

    პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტი ჩავარდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პანკისი-თუშეთის მიმართულებაზე ვერ მოხერხდა შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების მიღება, რთული რელიეფიდან გამომდინარე და გეოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.

    ახმეტა-თუშეთის ახალი გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 232 მილიონი ლარი იყო. გზა პანკისიდან, სოფელ ძიბახევიდან უნდა დაწყებულიყო და ხადორის ხეობის გავლით, თუშეთში ნასოფლარ შავწყალასთან ასულიყო. გზის სიგრძე დაახლოებით 34 კილომეტრი იქნებოდა.

    რა სარგებელს მისცემდა თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზა პანკისის ხეობას, თუშეთის წოვათის ხეობას, რომლის 7 სოფლიდან არცერთი აღარ არის დასახლებული და მთლიანად თუშეთს? რას ფიქრობენ პროექტის ჩავარდნის შესახებ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე თუშეთის და პანკისის სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რას ითხოვენ ისინი ხელისუფლებისგან?


    სტუდიაში გადაცემის სტუმრები არიან:

    ირაკლი უჯირაული - თუშების სათემო საბჭოს წევრი;

    ლევან დურმიშხანიძე - თუშების სათემო საბჭოს თავმჯდომარე;

    ხასო ხანგოშვილი - პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი;

    ზაურ გუმაშვილი - პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე;


    სიუჟეტში მონაწილეობენ:

    ირაკლი ქარსელაძე - საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე;

    გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი;

    სოფლების ქვემო ალვანის და ზემო ალვანის მცხოვრებლები.

    სიახლეები

    ახალი დეტალები პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

    პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის ვისო…

    პანკისში მკვლელობის ფაქტზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს

    კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული…

    რა მოხდა მკვლელობის დღეს და მანამდე - სისხლიანი კონფლიქტი პანკისში

    მეხუთე დღეა, მუთოშვილების ოჯახში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ხალხის ნაკადი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]