• weather cur horoscope

    მთავარი თემა – ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია

    სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 11:00 view 2086
    მთავარი თემა – ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია

    2 დეკემბრის ჩანაწერი (2016) გადაცემის თემაა ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია. ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა ცოტა ხნის წინ გამოვლინდა საქართველოში, კერძოდ კი ყვარლის რაიონის სამ სოფელში, სადაც ეთნიკური ავარები ცხოვრობენ.

    გამოირკვა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები გოგონების გენიტალიების დასახიჩრებას „ნათლობას“ უწოდებენ. მათი ინფორმაციით, ე.წ. „წინადაცვეთის“ დროს ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, სახლის პირობებში. ამას კი შესაძლოა ბევრი გართულება მოჰყვეს. ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ ყვარლის სოფლები სარუსო, თივი და ჩანტლისყურე მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების ყურადღების ცენტრში მოექცა. სახალხო დამცველმა ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებისგან, ასევე პროკურატურისგან რეაგირება მოითხოვა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ ხელისუფლება უკვე მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე და ქალთა გენიტალიების დასახიჩრება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.

    სტუდიაში გადაცემის სტუმარია:

    მაია ავაზაშვილი – ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი;

    სოფო ჯაფარიძე – პრემიერ–მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების საკითხებში (ჩართვა სკაიპით).

    სიახლეები

    პანკისში «ხადორობა» ეთნიკური ქისტების გარეშე იზეიმეს

    პანკისის ხეობის სოფელ ხადორში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით „ხადორობა 2019“…

    პანკისის შემთხვევა იყო განსაკუთრებული. გპირდებით, მოჰყვება თავისი შედეგები - გახარია

    „პანკისი იყო განსაკუთრებული შემთხვევა. პანკისი იყო სპონტანური აქცია, პანკისი იყო…

    «პანკისის სახალხო კრება» ხეობაში შარიათის განმტკიცებასთან კავშირს უარყოფს

    „პანკისის სახალხო კრება“ განცხადებას ავრცელებს სათემო რადიოს ეთერში, გადაცემაში „მე…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]