• weather cur horoscope

    მთავარი თემა – დებატები ახმეტის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებზე

    ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 14:23 view 2604
    მთავარი თემა – დებატები ახმეტის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებზე

    14 დეკემბრის ჩანაწერი (2016) – ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკვე მეორედ ჩავარდა საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილის თანამდებობებიდან გელა ჯუგაშვილისა და თამაზ წითელაურის გადაყენების საკითხი. იმპიჩმენტს 16 ხმა სჭირდება, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას კი მხარი 14–მა წევრმა დაუჭირა.

    რატომ ითხოვს ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის იმპიჩმენტს? რა პრეტენზიებია ახმეტის საკრებულოს უმრავლესობასთან? რატომ იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა და შესაბამისად სახელფასო ხარჯიც არაკომერციულ იურიდიულ პირებში, მაშინ როცა მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების პოლიტიკაზე აპელირებს? რატომ განსაზღვრა საკრებულომ ახმეტაში მეტროს სადგურების სახელდების წესი?

    სტუდიაში გადაცემის სტუმრები არიან:

    პირველ ბლოკში

    ზურაბ მურთაზაშვილი – ახმეტის საკრებულოს წევრი, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმდჯომარე;

    შაქრო ტერტერაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

     

    მეორე ბლოკში:

    ირაკლი უჯირაული – ახმეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ თავმჯდომარე;

    გელა შაშიაშვილი – იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის საჯარო მმართველობის მონიტორინგის მიმართულების ხელმძღვანელი;

    სიახლეები

    პანკისის მოსახლეობამ ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით საკრებულოს პეტიციით მიმართა

    პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობამ, მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით,…

    დაფუძნდა პანკისის სათემო ორგანიზაცია

    პანკისის ხეობის ქისტურ და ქართულ სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა პანკისის სათემო…

    უკრაინიდან საქართველოში ცეზარ ტოხოსაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]