• weather cur horoscope

    ჩემი უფლებები – როგორ იცავს კანონმდებლობა ადამიანის სიცოცხლეს

    სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017 18:40 view 3073
    ჩემი უფლებები – როგორ იცავს კანონმდებლობა ადამიანის სიცოცხლეს

    24 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) ადამიანის სიცოცხლის დაცვა ნებისმიერი სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მიხედვით, „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. სიცოცხლის უფლება უმნიშვნელოვანესია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ იგი განაპირობებს სხვა უფლებებით სარგებლობას.

    ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი ამბობს, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული, არავის შეიძლება წაერთვას სიცოცხლე განზრახ. 

    თანამედროვე მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერცერთ სახელმწიფოს, სადაც ერთი პიროვნების მიერ მეორის მკვლელობა დანაშაულად არ ითვლებოდეს და არ წარმოადგენდეს დასჯად ქმედებას, თუმცა არც თუ იშვიათად, სახელმწიფო თვითონ ხდება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მიზეზი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სიცოცხლე, როგორც აბსოლუტური ღირებულება, შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ როდის დგას კანონი ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა, როდის შეუძლია სახელმწიფოს მისცეს თავს მკვლელობის ჩადენის უფლება? 

    გადაცემაში ასევე მოისმენთ, რა შემთხვევაში არ მიიჩნევა სახელმწიფოს მიერ ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა სიცოცხლის უფლების ხელყოფად? რა არის აბორტი? მკვლელობა ჩადენილი ჯერ არდაბადებული ადამიანის მიმართ, თუ სამედიცინო ღონისძიება? რა არის ევთანაზია და როგორ არეგულირებს მას ქართული კანონმდებლობა? 

    გადაცემას უძღვება გელა შაშიაშვილი – იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    ახალი დეტალები პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

    პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის ვისო…

    პანკისში მკვლელობის ფაქტზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს

    კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული…

    რა მოხდა მკვლელობის დღეს და მანამდე - სისხლიანი კონფლიქტი პანკისში

    მეხუთე დღეა, მუთოშვილების ოჯახში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ხალხის ნაკადი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]