• ახალგაზრდული სიტყვა – პანკისელი ახალგაზრდების პრობლემები

    ოთხშაბათი, 26 აპრილი 2017 22:47 view 4850
    ახალგაზრდული სიტყვა – პანკისელი ახალგაზრდების პრობლემები

    24 აპრილის ჩანაწერი (2017 წელი) – პანკისელი ახალგაზრდები მათ წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს შორის გართობისა და თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარებისთვის საჭირო სივრცის არარსებობას ასახელებენ.

    პანკისის სათემო რადიოს მიერ მომზადებულ გამოკითხვაში, ისინი ხეობაში ახალგაზრდული ცენტრის საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას, სადაც დასვენებისა და განვითარების შესაძლებლობა ექნებოდათ. გოგონების თქმით, მათ სპორტდარბაზიც სჭირდებათ, სადაც ბიჭების მსგავსად, ვარჯიშს შეძლებდნენ.

    რა რესურსი არსებობს ხეობაში ახალგაზრდების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? რა აქტივობებს ახორციელებს ამ მიმართულებით კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი?

    სტუდიაში გადაცემის სტუმარია:

    ლუიზა მუთოშვილი – კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი;

    გადაცემას უძღვება – ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ქებაძე. გადაცემაზე მუშაობდნენ – მარინა აბდულაევა, ნატა ქავთარაძე და მალიქა ქუშანაშვილი.

    პროექტს ახორციელებს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ PH International-ის GE CALLS-ის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]