• რადიოკაფე – სტერეოტიპული ჩანაწერი სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში

    ხუთშაბათი, 07 იანვარი 2021 13:02 view 1933
    რადიოკაფე – სტერეოტიპული ჩანაწერი სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში

    „სამოქალაქო განათლების“ მე-10 კლასის სახელმძღვანელოში, კერძოდ, მოსწავლის სამუშაო რვეულში ერთ-ერთ დავალებაში ვხვდებით ფორმულირებას: „ჩეჩნეთის მოქალაქემ ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული (ტერორისტული აქტი) მშვიდობიანი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ. 5 წლის შემდეგ მან მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა. უნდა მიენიჭოს თუ არა მას მოქალაქეობა?“.

    რატომ არის ეს ფორმულირება პრობლემური? ვინ არის პასუხისმგებელი ხარვეზზე? როგორია „სამოქალაქო განათლების“ პედაგოგის და განათლების ექსპერტის შეფასება? რა რეაგირება აქვს სახალხო დამცველის აპარატს მსგავს ფაქტებზე? 

    გადაცემაში „რადიოკაფე“ საუბრობენ:

    სოფიო ზვიადაძე – განათლების ექსპერტი;

    ქეთი შუბაშვილი – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი;

    ლადო აფხაზავა – „სამოქალაქო განათლების“ პედაგოგი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი.

    გადაცემის წამყვანია ლუიზა მუთოშვილი – სამოქალაქო აქტივისტი, პედაგოგი, პანკისის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]