• რა საკითხები განიხილეს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე პანკისელებმა [Photos - Video]

    ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 12:48 view 3823
    რა საკითხები განიხილეს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე პანკისელებმა [Photos - Video]

    სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფელ დუისში პანკისის ხეობაში მცხოვრებ ფერმერებს, ქალთა სათემო ორგანიზაციის წევრებსა და ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის ხელშეწყობისთვის ახორციელებს. პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა განსაკუთრებული ინტერესი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასთან დაკავშირებით გამოხატეს.

    მინისტრმა მოსახლეობის დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. კითხვები სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შესაძლებლობას, ხეობაში სოკოს და კენკროვანებით ჯემების წარმოებას, რძის საწარმოს შექმნას ეხებოდა.

    „ხეობაში სარწყავი სისტემა არ არის. გვალვა როცაა, ყველაფერი ხმება. კომუნისტების დროს იყო სარწყავი სისტემა, მერე მოიშალა და მას შემდეგ ასეა“, – აღნიშნა დუისის მკვიდრმა, ხასო ხანგოშვილმა.

    „ჩვენ მელიორაციის სამსახურს მივეცით დავალება, რომ მაღალმთიან დასახლებებსა და დაბალი ეკონომიკური აქტივობის მქონე რეგიონებში პირველ რიგში მომხდარიყო წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია. მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები ჩამოვლენ პანკისის ხეობაში, რომ ვნახოთ რა მდგომარეობაა და სად რისი გაკეთება შეგვიძლია. ამის შემდეგ მაქსიმალურად დავაჩქარებთ პროცესებს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

    შეხვედრაზე პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა საძოვრების პრობლემაზეც ისაუბრეს. მათი თქმით, შირაქში საძოვრების ნაწილი კერძო საკუთრებაშია, რომელთა მფლობელები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებსაც არიან დაპატრონებულები და მეცხვარეებისგან საძოვრებით სარგებლობის სანაცვლოდ დიდი რაოდენობით თანხების გადახდას ითხოვენ.

    „თუ კერძო საკუთრებაა, ჩვენ იმას ვერ შევეხებით, მაგრამ იჯარის საკითხებში თუ ვნახეთ რაიმე საეჭვო გარემოებები, თუ არის დაუფლების პრეცედენტები, მაგას მივხედავთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთდ. და თუ არ არის იჯარით გაცემული და სარგებლობაში აქვთ, ჩვენ შევალთ ინიციატივით, რომ არ მოხდეს მისი იჯარით გაცემა და იყოს საერთო სარგებლობის საგანი და ერთად დავარეგულიროთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

    ხეობის მაცხოვრებლებმა განსაკუთრებული ინტერესი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასთან დაკავშირებით გამოიჩინეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 22 მარტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს შეხვდება და კოოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს დეტალურად განიხილავენ.

    „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოოპერაციის ხელშეწყობაა, რაც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას უწყობს ხელს. პანკისის ხეობას მეცხოველეობის და მერძევეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა და კოოპერატივების განვითრების ხელშემწყობი პროექტები მნიშვნელოვნად განავითარებს აღნიშნულ დარგებს. შესაბამისად, ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ მოსახლეობასთან, რათა დეტალურად გავაცნოთ სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა პროექტი და მოტივაცია გაუჩინოთ მოსახლეობას ჩაერთონ აღნიშნულ პროექტებში, გაზარდონ წარმოება და მიიღონ მეტი შემოსავალი“, - განაცხადა ოთარ დანელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    „შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო, რადგან მოსახლეობას მოგვეცა საშუალება, პირადად შევხვედროდით მინისტრს და გავცნობოდით ისეთ საინტერესო საკითხებს სხვადასხვა პროგრამებთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩავერთოთ აქტიურად, დავაფუძნოთ კოოპერატივი და მივიღოთ სახელმწიფოს მხარდაჭერა“, – ამბობს ნაზი დაქიშვილი, მცირე მეწარმე.

    „ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთან ასეთი შეხვედრების გამართვა. ბევრი რამ გავიგე, რას სთავაზობს ხელისუფლება ხალხს და როგორ შეიძლება მხარი დაუჭირონ პანკისელთა ინიციატივებს“, – აღნიშნა ლეილა აჭიშვილმა, პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

    პანკისის ხეობის მოსახლეობასთან სოფლის მეურნეობის მინისტრის შეხვედრა პანკისის სათემო რადიოს WAY–ის ორგანიზებით გაიმართა. უახლოეს დღეებში, პანკისის სათემო რადიო მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვას მთავრობის სხვა წევრებთან გეგმავს.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]