• weather cur horoscope

    პანკისის ხეობაში სასათბურე მეურნეობა შეიქმნა

    სამშაბათი, 23 მაისი 2017 20:16 view 3404
    პანკისის ხეობაში სასათბურე მეურნეობა შეიქმნა

    სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან, დაგლას ბოლისთან და კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, პანკისის ხეობაში, ქვემო ხალაწანიში USAID-ის პროექტის Zrda ფარგლებში შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

    მინისტრი უხუცესებს, ფერმერებს, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით მომუშავე პირებს შეხვდა.

    „სახელმწიფო, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პანკისის ხეობაში დღეს უკვე გვაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი, რომელიც დაფინანსებულია, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ, ხოლო მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა კოორდინაცია დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და სახელმწიფოს მიერ წახალისებულ პროექტებს შორის, რაც ხელს უწყობს თანხის უფრო ეფექტიან ხარჯვას“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

    პროექტი Zrda პანკისის ხეობის სოფლებში მოსახლეობას დახმარებას უწევს საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენონ.

    გარდა ამისა, პროექტი ტექნიკურ დახმარებას უწევს რეგიონის ცნობადობის გაზრდას პანკისის ხეობაში წარმოებული პროდუქციის ბრენდის ფორმირებისა და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების გზით.

    პროექტის ფარგლებში, პანკისის ხეობაში უკვე მოეწყო სასათბურე სადემონსტრაციო ნაკვეთები და მიმდინარეობს ბოსტნეულის ჩითილების წარმოება. ადგილობრივმა ფერმერებმა ისარგებლეს აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამითაც, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD) ერთად. პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა შეიძინეს ხელის ტრაქტორები და ხელსაწყოები, რომლის ღირებულების 90%-ის თანადაფინანსება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მოახდინა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    რას ვაკეთებთ ჩვენ უკეთესი მომავლისთვის?!

    2022 წელს, კომპანია „ორიფლეიმი“ Financial Times-ის და Statista-ს მიერ დასახელდა…

    «ქართულმა ოცნებამ» პანკისსა და ქვემო ალვანში მაჟორიტარული არჩევნები წააგო

    პანკისის ხეობაში, ხალაწნისა და ჯოყოლოს მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს…

    ვინ არიან ახმეტის მერობის კანდიდატები

    ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: „ქართული…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]