• ახმეტის სოფლებში სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

    ორშაბათი, 14 მაისი 2018 15:13 view 4501
    ახმეტის სოფლებში სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

    USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“ (Zrda Activity in Georgia) ბოსტნეულის, მარწყვისა და მწვანილის სასათბურე წარმოების განვითარების მიზნით საგრანტო კონკურსს აცხადებს. კახეთის რეგიონში პროექტის სამიზნე სოფლებია დუისი, ხალაწანი, ჯოყოლო, საკობიანო, ქვემო ალვანი, ზემო ალვანი, ომალო, მატანი, ასევე, ქალაქი ახმეტა.

    პროექტი ითვალისწინებს 1000 მ2-მდე სასათბურე მეურნეობების მოწყობას თანადაფინანსების პრინციპით.

    პროექტი „ზრდა“ გეგმავს ხელი შუწყოს ბოსტნეულის, მარწყვისა და მწვანილის წარმოებას სათბურებში, თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგიისა და საწარმოო ხერხების გამოყენებით. აღნიშნული ინიციატივა ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას, გაახანგრძლივონ პროდუქციის წარმოების ციკლი და ბაზარზე პროდუქცია შეიტანონ მაშინ, როცა ფასები მაღალია და მიიღონ მაქსიმალური სარგებელი.

    საგრანტო პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად, ან გამონაკლის შემთხვევაში აქვთ საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი, როგორც ფიზიკურ პირს, თუ მათი წლიური შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს. გრანტი გაიცემა აგრეთვე მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომელთაც აქვთ სურვილი გააფართოვონ/განაახლონ არსებული სასათბურე მეურნეობა ან მოაწყონ სრულიად ახალი სასათბურე მეურნეობა და სათბურის მოწყობაში მიიღონ ფინანსური და არაფინანსური (მუშა ხელი) თანამონაწილეობა.

    საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ შევსებული განაცხადი 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. [განაცხადის ფორმა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ].

    პროექტი „ზრდა“ არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელსაც „ქემონიქს ინთერნეიშენელი“ ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის უნარ-ჩვევების, პროდუქტიულობისა და სავაჭრო კავშირების გაძლიერებას და სუსტი შინამეურნეობებიდან მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე გადასვლას, რათა მათ ხელი შეუწყონ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროების განვითარებას და მიზნობრივი თემებში მდგრადობისა და სტაბილურობის მიღწევას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]