• პანკისში ფრენბურთის თანამედროვე მოედანი მოეწყობა

    შაბათი, 19 ნოემბერი 2016 15:15 view 5121
    პანკისში ფრენბურთის თანამედროვე მოედანი მოეწყობა

    არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ პანკისის ხეობის სოფელ დუისში ფრენბურთის თანამედროვე მოედანს მოაწყობს. PH International-ის მხარდაჭერით, სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისის სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, ახალგაზრდულ კლუბსაც ჩამოყალიბებს და ორგანიზებას გაუკეთებს საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებს.

    პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები უფროსკლასელებთან პროექტის გაცნობის მიზნით. დაინტერესებული ახალგაზრდების მიერ შეიქმნება ახალგაზრდული კლუბი, რომლის წევრებიც თავად აირჩევენ ხელმძღვანელს ერთ წლის ვადით. ახალგაზრდული კლუბი პროექტის კოორდინატორის დახმარებით რეგულარულად გაუწევს ორგანიზებას სხვადასხვა შეხვედრებსა და ღონისძიებებს.

    საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება ყოველთვიურად, როგორც გასვლითი სახით, ასევე პანკისის სათემო რადიოს ოფისში.

    კლუბის წევრებს შეხვდებიან წარმატებული ადამიანებიც, რომლებიც პანკისელ ახალგაზრდებს გააცნობენ კონკრეტული პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს, დაეხმარებიან მათ პროფესიის სწორად არჩევაში და გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

    პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინტელექტუალური თამაშები, „რა? სად? როდის“ სპორტული ვერსია პანკისის ხეობის სკოლების მე–9, მე–10, მე–11 კლასელების მიერ შექმნილი გუნდების მონაწილეობით. მოხდება სკოლებს შორის საუკეთესო გუნდის და საუკეთესო მოაზროვნეს დასახელება და დაჯილდოვება.
    სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად დუისის სპორტულ მოედანზე მოეწყობა ფრენბურთის თანამედროვე მოედანი. მოედანი აღიჭურვება საჭირო ინვენტარით. ფრენბურთის მოედანზე ახალგაზრდები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ.

    სპორტული ტურნირები ჩატარდება ფეხბურთში, ფრენბურთსა და ჭიდაობაში და მასში მონაწილეობას მიიღებენ კლუბის წევრები და მათი თანატოლები. სპორტულ ტურნირებს დაესწრებიან ცნობილი სპორტსმენი - ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები, რომელიც ახალგაზრდებს იქვე, მოედანზე, ჩაუტარებენ მასტერკლასებს.

    ახალგაზრდული კლუბის წევრებს პანკისის სათემო რადიოს კონსულტანტები შეასწავლიან ახალგაზრდულ საკითხებზე გადაცემების მომზადებას. კლუბის წევრები ყოველთვიურად, მოამზადებენ გადაცემას „ახალგაზრდების სიტყვა“, რომელიც გავა პანკისის სათემო რადიოს ეთერში.

    პროექტის ბიუჯეტი 5454 აშშ დოლარია. ეს თანხა მთლიანად პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაზე დაიხარჯება. გათვალისწინებულია მხოლოდ მცირე ჰონორარი მოწვეული ტრენერებისთვის. პროექტის მიზნების მისაღწევად, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ყველა თანამშრომელი 6 თვის განმავლობაში მოხალისედ, ანაზღაურების გარეშე იმუშავებს.

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისის ხეობაში 2015 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციამ ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობის გაზრდის, ეთნიკური უმცირესობის მიმართ ნეგატიური კონტექსტის შემცირებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ხეობაში რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორის შექმნა არაფორმალური განათლების ცენტრი და პანკისის სათემო რადიო WAY, რომელიც სიხშირეზე FM 101.1 მაუწყებლობს.

    2016-2019 წლებისთვის სამოქალაქო აქტივობების ცენტრის საქმიანობის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებებია აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან და უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობა; ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია; სამიზნე ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა; სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]