• ვაინახების ხელოვნება - წიგნის პრეზენტაცია 18 დეკემბერს პანკისში გაიმართება

    ხუთშაბათი, 08 დეკემბერი 2016 16:10 view 4354
    ვაინახების ხელოვნება - წიგნის პრეზენტაცია 18 დეკემბერს პანკისში გაიმართება

    ჩრდილოეთ კავკასიის ხალხის ხელოვნების შესახებ მწერალმა ნონა ხანგოშვილმა (თუმი დიშნი) წიგნი გამოსცა. „ვაინახების ხელოვნება“ - ასე ჰქვია ახალ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 18 დეკემბერს პანკისის ხეობაში გაიმართება. წიგნი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა გამოცემული.

    წიგნში წარმოდგენილია ვაინახების დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებიც, სადაც ნათლად ჩანს მათი თვითმყოფადი ხასიათი. ბარის ცივილიზაციისგან მოწყვეტილნი და მიუვალ ხეობებში მცხოვრები ვაინახები ბუნებასთან ჰარმონიაში ქმნიდნენ ხელოვნების ორიგინალურ ნიმუშებს.

    „წიგნზე სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. თვითონ ვიღებდი ფოტოებს პანკისში, შეძლებისდაგვარად ვქირაობდი პროფესიონალ ფოტოგრაფებს. ყველაზე დიდი სიხარულს მაინც საქართველოს მუზეუმებში მუშაობისას განვიცდიდი. ყოველი ექსპონატის პოვნისას სიხარულისგან ემოციებს ვერ ვიკავებდი. დამამახსოვრდა მუზეუმის თანამშრომლების განსაკუთრებული ყურადღება და თბილი დამოკიდებულება. მინდოდა ამ წიგნის სახით საჩუქარი გამეკეთებინა ჩემი ხალხისთვის, პირველ რიგში პანკისელი ქისტებისთვის, ვაინახი ერისთვის და ქართველებისთვის, ჩვენს ერებს შორის არსებული იმ სიყვარულისთვის და ძმობისთვის, რომელსაც საერთო, ძირძველი ფესვები გააჩნია და საუკუნეების მანძილზე მრავალ ქარტეხილებს გაუძლო. ჩემთვის მნიშვნელოვანი ისიც, რომ ეს წიგნი გამოსვლის მერე პირველებმა თბილისში ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესზე ჩამოსულმა ენათმეცნიერებმა და პროფესორებმა შეაფასეს და გაოცება ვერ დამალეს“, – აღნიშნავს ავტორი.

    ნონა ხანგოშვილი ავტორია ასევე წიგნისა „ვაინახების ქართული საგა“. ნონა ხანგოშვილი ხელმძღვანელობს სათემო კავშირს -  „პანკისის კეთილდღეობისთვის“. იგი პანკისის უხუცესთა კავშირის წევრის, მწერალ ხასო ხანგოშვილის შვილია.

    ვაინახები - ჩეჩნები და ინგუშები ცენტრალური კავკასიის მკვიდრი ხალხია. ამ ჯგუფში ერთიანდებიან ვაინახური თემებიდან საქართველოში მიგრირებული ქისტებიც, რომლებიც დღეს პანკისის ხეობაში კომპაქტურად ცხოვრობენ. ჩეჩნების თვითსახელწოდებაა ნოხჩი, ინგუშების – ღალღაი. ძველ წერილობით წყაროებში ვაინახური ტომები კავკასიანებად ან დურძუკებად/ძურძუკებად მოიხსენიებიან. გვიანი ფეოდალური ხანიდან ვაინახების აღსანიშნავად ქართველთა ლექსიკონში მკვიდრდება ეთნონიმი ქისტი.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]