• 16 დეკემბერს პანკისში ტარიელ ხარხელაურის 70 წლის იუბილეს აღნიშნავენ

    ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 15:32 view 4955
    16 დეკემბერს პანკისში ტარიელ ხარხელაურის 70 წლის იუბილეს აღნიშნავენ

    16 დეკემბერს, პანკისის ხეობაში, დუისის კულტურის სახლში პოეტ ტარიელ ხარხელაურის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ტარიელ ხარხელაურს 11 დეკემბერს 70 წელი შეუსრულდა.

    როგორც პანკისის სათემო რადიოს ღონისძიების ორგანიზატორმა მექა ხანგოშვილმა განუცხადა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გუჯა ბურდული, ბაბუა ალუდაური, ამირან არაბული, ეთერ თათარაიძე, ერეკლე საღლიანი და სხვები. ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

    „ტარიელ ხარხელაური გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდი ჭექა-ქუხილით შემოვიდა ქართულ პოეზიაში. კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძის მიერ ნაპოვნი თიანელი მოსწავლის რვეული ჯერ ხელიდან ხელში გადადიოდა, მერე კი თითქოს მიავიწყდათ. უფრო სწორად, ტარიელის ბუნებითმა მოკრძალებულობამ თავისი ქნა: თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტმა, ყველაფერს თავი მიანება, რაკი გულმა მშობლიური მთებისა და მამა-პაპათა საქმიანობის - მეცხვარეობისაკენ გაუწია“, – წერს პოეტი და მთარგმნელი, გიორგი ლობჟანიძე 2014 წელს რადიო თავისუფლებისთვის მომზადებულ სტატიაში.

    „12 წელი გავატარე ცხვარში, მწყემსად ვიყავი. მთა სხვანაირად გზრდის. იქ შენ უნდა ჩანდე პიროვნულად და არა ლექსით. მთას ეს არ სჭირდება, მთას ლექსით ვერ გააკვირვებ, პოეზიით და აი, შენ კაცი როგორი ხარ, ეგ არის მთავარი და ჩემთვის მთავარი მიზანი იყო, მე კაცად დავრჩენილიყავი და კაცი ვყოფილიყავი მისაღები მთისთვის, ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად, და არა ლექსით“, – ციტირებს რადიო თავისუფლება ტარიელ ხარხელაურის კომენტარს.

    ტარიელ ხარხელაური ავტორია არაერთი კრებულისა:, მათ შორის „100 ლექსი“, რომელიც 2012 წელს გამოიცა. ეს ტარიელ ხარხელაურისთვის რიგით მეოთხე კრებული იყო. პოეტს მანამდე გამოცემული ჰქონდა სამი წიგნი: „აქ ბინდისფერი გასრულდა ჭალა“, „მინდვრის ფსალმუნები“ და „წუთისოფლის სიმფონია“.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]