• პანკისის ხეობაში ტარიელ ხარხელაურის 70 წლის იუბილე აღნიშნეს

    კვირა, 18 დეკემბერი 2016 22:06 view 4254
    პანკისის ხეობაში ტარიელ ხარხელაურის 70 წლის იუბილე აღნიშნეს

    11 დეკემბერი ტარიელ ხარხელაურის დაბადების დღეა, წელს მას 70 წელი შეუსრულდა. პოეტის იუბილე პანკისის ხეობაში 16 დეკემბერს აღინიშნა და ეს არ მოხდა შემთხვევით: 16 დეკემბერი მისი ტრაგიკულად გარდაცვლილი ერთადერთი ვაჟის, ბექას დაბადების დღეა. ბოლო წლებია, სწორედ ამ დღეს იმართება ხოლმე პოეტის შემოქმედებითი საღამოები, რომელიც, ცხადია, ბექას ხსოვნას ეძღვნება.

    „წლებია, გვინდოდა პანკისის ხეობაში ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამოს ჩატარება. გარკვეულმა მოვლენებმა ეს ღონისძიება რამდენჯერმე გადაგვადებინა. მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ტარიელი, ეს დიდი ქართველი და კავკასიელი პოეტი, ერეკლე საღლიანისაცარ იყოს, „პოეზიის ხევისბერი“ ჩვენი სტუმარია და მას პანკისის ხეობა მასპინძლობს. ტარიელ ხარხელაურის პოეზიას ხომ ლაიტმოტივად რაინდობის კოდექსი გასდევს. მისი შემოქმედება ადამიანობიდან იწყება და ზეადამიანობამდე ადის.

    აქვე უნდა ითქვას, ეს საღამო ვერ გაიმართებოდა, რომ არა კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა და მისი ხელმძღვანელის, იზა ბექაურის ძალისხმევა“, - გვითხრა ხეობის მკვიდრმა, ლიტერატორმა და მთარგმნელმა მექა ხანგოშვილმა.

    ქისტები გამორჩეული მასპინძლები რომ არიან, დუისში გამართულმა პოეზიის საღამომაც დაადასტურა. პანკისის ხეობის მკვიდრებმა - ქართველებმაც და ქისტებმაც - უთბილესი შეხვედრა მოუწყეს მთის პოეტად შერაცხულ შემოქმედს.

    „მგელი, როგორი ასაკოვანი, ბებერი, დაუძლურებული და ავადმყოფიც უნდა იყოს, მაინც მგელია. და ეს ზუსტად რომ შეეფერება ტარიელ ხარხელაურს. გვიხარია, რომ დღეს ჩვენი ხეობა ასეთ გამორჩეულ სტუმარს მასპინძლობს“,- შენიშნა თავის გამოსვლაში ისტორიკოსმა და მწერალმა ხასო ხანგოშვილმა.

    „ძალიან ხშირად ვეკითხები თავს: ხარ კი, ტარიელ ხარხელაურო, იმ სიყვარულის ღირსი, რასაც შენ გრძნობ და რასაც გარშემომყოფები შენ მიმართ გამოხატავენ. თუ ამ სიყვარულის ნაწილს მაინც ვიმსახურებ, მაშინ ჩემს მოსვლას ამ წუთისოფელში გამართლება ჰქონია, მხოლოდ ამისთვისაც ღირს ცხოვრება“, – აღნიშნა ტარიელ ხარხელაურმა.

    სტატია სრულად იხილეთ mtisambebi.ge–ზე

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]