• პანკისში გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა

    ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019 17:08 view 4850
    პანკისში გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა

    რეჟისორ მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“ ეგვიპტის ქალაქ ასუანში გამართული ქალთა საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ნამუშევარმა ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მოიპოვა. ფილმი პანკისის ხეობაშია გადაღებული და ორი ქისტი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს.

    დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირები – იიმან და ევა მეგობრები არიან და პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში ცხოვრობენ. იიმანი 13 წლის არის, ევა – 12-ის. ქისტი გოგონების მამები ერთი წლის წინ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. 

    „კინო სკოლაში“ ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკოლის მოსწავლეთათვის კინოჩვენებებისა და დისკუსიების მოწყობას ითვალისწინებს. მარიამ გულბიანიც ერთ-ერთი კინომისიონერია, რომელიც პროექტში აქტიურად არის ჩართული და პანკისის ხეობაში ახალი თაობის კინოგანათლებაზე ზრუნავს.

    „სკოლაში, სადაც კინოს გაკვეთილები უნდა ჩამეტარებინა, ვიპოვე ჩემი ფილმის პერსონაჟები - იიმანი და ევა, ქისტი გოგონები. აქედან დაიბადა იდეა და ფილმის სათაურიც, იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა მამაკაცმა ეს ხეობა დატოვა, სხვადასხვა მიზეზით... ფილმში გოგონების მიერ გადაღებული პატარა ფილმებიც არის: მათი პერსპექტივიდან დანახული პანკისი. ასევე, არის მეორე ხაზი - მოხუცები, რომლებიც ძირითადად შეკრების ადგილებზე სხედან და ყვებიან ამბებს, თუ რა ხდება პანკისში ყოველდღიურად. ამ ამბებში ძალიან დიდი სევდა და ტკივილია. ფილმი უფრო მეტად მეგობრობასა და განშორებაზეა“, – ამბობს მარიამ გულბიანი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

    დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. მისი მსოფლიო პრემიერა დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში,  მსოფლიოში დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე დიდ კინოფესტივალზე შედგა, მოგვიანებით კი ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენეს. კინოცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ფილმის ჩვენებები გაიმართა პრაღასა და კოპენჰაგენში.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]