• weather cur horoscope

    ექსტრემიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციამ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

    სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 16:08 view 2278
    ექსტრემიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციამ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

    ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციამ „ჰედაია“ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის სპეციფიური მიზანია მხარი დაუჭიროს ისეთ კვლევით ინიციატივებს, რომლებიც ითვალისწინებს რადიკალიზაციისა და ტერორიზმში ჩართულობის სხვადასხვა ასპექტებში ჩაღრმავებას.

    ასევე, კონკურსის მიზანია, კვლევის შედეგად რადიკალიზაციის ფაქტორების გამოკვეთა, ტერორიზმის მხარდამჭერებისა და უცხოელი მებრძოლების, მოტივაციისა და მისწრაფებების წარმოჩენა; იმ ხელსაწყოების გამოკვეთას, რომლებიც საუკეთესოდ იმუშავებენ საფრთხეებთან ბრძოლასა და მდგრადი პრევენციული ზომების შექმნაში.

    კონკურსის ინტერესის სფეროებია: ქალები და რადიკალიზაცია; რელიგია და რადიკალიზაცია; ახალგაზრდები, განათლება და რადიკალიზაცია; სოციალური მედია/მასმედია და რადიკალიზაცია; უკან დაბრუნებულები-რადიკალიზაცია და დე-რადიკალიზაცია/შემცირება.

    კონკურსის ფარგლებში განმცხადებლების მიერ მოთხოვნილი თანხის მინიმალური ოდენობაა 10 000 ევრო, ხოლო მაქსიმალური 50 000 ევრო.

    კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში დაფუძნებულ არასამეწარმეო იურიდიული პირს; სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან უნივერსიტეტს, მათ შორის არასამთავრობო და არამომგებიან ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფონდებს, სათემო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის არამომგებიან ორგანოებს, ინსტიტუციებს, ორგანიზაციებს და ქსელებს ლოკალურ, ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე, რომელთაც სათაო ოფისი საქართველოში აქვთ; განმცხადებლებს მოეთხოვებათ სოციალური კვლევის ჩატარების ძლიერი ბექგრაუნდი.

    განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 13 ოქტომბერი.

    იხილეთ კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია

     

    ამ თემაზე:

    „ჰედაიას“ წარმომადგენლები პანკისში მომუშავე არასამთავრობოებს შეხვდნენ

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისის მოსახლეობამ ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით საკრებულოს პეტიციით მიმართა

    პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობამ, მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით,…

    დაფუძნდა პანკისის სათემო ორგანიზაცია

    პანკისის ხეობის ქისტურ და ქართულ სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა პანკისის სათემო…

    უკრაინიდან საქართველოში ცეზარ ტოხოსაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]