• weather cur horoscope

    აიუფ ბორჩაშვილის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო 16 ნოემბერს დაიწყებს

    პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 13:27 view 3006
    აიუფ ბორჩაშვილის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო 16 ნოემბერს დაიწყებს

    ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაპატიმრებული პირების - პანკისის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის და დავით ფირისებიას საქმის განხილვას თბილისის სააპელაციო სასამართლო 16 ნოემბერს დაიწყებს.

    როგორც პანკისის სათემო რადიო WAY-ს მსჯავრდებულ აიუფ ბორჩაშვილის ადვოკატმა გია ტაბლიაშვილმა განუცხადა, პროცესის გადადების მიზეზი მოსამართლის მოუცლელობაა, მას ტრენინგები აქვს.

    სასამართლო პროცესი 16 ნოემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

    ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლილი მსხილაძის  განაჩენი სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე წლის აპრილში გაასაჩივრეს. პირველი სხდომა ივნისში გაიხსნა, თუმცა მას შემდეგ სამჯერ გადაიდო.

    აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის და დავით ფირისებიას საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 7 მარტს გამოიტანა. აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისთვის გადაბირებას და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს.

    განაჩენის მიხედვით, აიუფ ბორჩაშვილი არის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში მათ გამგზავრებას უზრუნველყოფდა. სასამართლომ ბორჩაშვილი დანაშავედ ცნო სკოლის მოსწავლეების, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის გადაბირებასა და პანკისიდან სირიაში გაგზავნაშიც. ბორჩაშვილი პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გაგზავნის ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, ის აღიარებს, რომ საქართველოში ISIS-ის და მისი ერთ–ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და წარმომადგენელი იყო.

    ხუტუნიშვილსა და ფირისებიას ბრალი სსკ-ის 328-ე მუხლით ჰქონდათ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს. სასამართლომ ხუტუნიშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ფირისებიას კი 10 წლით.

    აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულმა კიდევ ერთმა პირმა, გიორგი კუპრავამ სასამართლო პროცესის დასრულებამდე ჩვენება შეცვალა და ბრალი აღიარა, რის გამოც პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მას 1 წლით პატიმრობა და 5 წელი პირობითი მიესაჯა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

    პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ქუშანაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების თქმით,…

    ხელისუფლებამ პანკისში ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერა - უხუცესი

    პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პანკისის…

    პანკისის უხუცესთა კავშირი - არასდროს გვავიწყდება პატრიარქის მზრუნველობა ქისტებისადმი

    პანკისის უხუცესთა კავშირი განცხადებას ავრცელებს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან და…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]