• მარგველაშვილი - ტოლერანტობის უკან ჩვენი განსაკუთრებული ისტორიული წარსული დგას

    პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 13:10 view 3773
    მარგველაშვილი  - ტოლერანტობის უკან ჩვენი განსაკუთრებული ისტორიული წარსული დგას

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბროშურის პრეზენტაციას დაესწრო.

    ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ხასიათის ბროშურა „საქართველო - განსხვავებულთა ერთობა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიბეჭდა და მასში თავმოყრილია თითქმის ყველა პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა.

    ქართული ენის კურსები „ვისწავლოთ ქართული“, ქართულ-ოსური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, აფხაზეთის ვირტუალური არქივი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინიციატივების ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობების მიერ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე, ბოშათა გაძლიერების ცენტრი, შეხვედრები მოსწავლეებთან ადრეული ქორწინების თემაზე, ხატვის შემსწავლელი კურსი დუისში, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი სოფელ ჯოყოლოში, მეფუტკრეობის შემსწავლელი კურსი სოფელ ბირკიანში, ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას, დუისში საჭიდაო დარბაზის გათბობის სისტემით უზრუნველყოფა, ჩეჩნური კულტურის ფესტივალი, პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტი, ქალები ქალების სამსახურში, კულტურულ-საგანმანათლებლო დღის ცენტრი, მაცნე-2015, ფოტოკლუბი „ბერთი“ - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

    გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში მოწვეულ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა მის მრჩეველს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და იმ პარტნიორებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ საქმის განხორციელებაში.

    „ტოლერანტობა, განსხვავებულის პატივისცემა, ინტეგრაცია - რეალურად ყველა ამ ფრაზის და გამონათქვამის უკან ჩვენი განსაკუთრებული ისტორიული წარსული დგას.

    როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ უფრო აქტიური უნდა იყოს ყველა რელიგიის, ყველა ეთნოსის წარმომადგენელი, ჩვენ ვიყურებით უკან, ჩემი ერის და ჩემი სამშობლოს დიადი წარსულისკენ და იქ ვხედავთ, რომ ჩვენი სამშობლოს დიდებას ვქმნიდით ყველა ერთად. მაშინ ეთნიკურად ქართველთა, ებრაელთა, სომეხთა, ბერძენთა წინაპრები და სხვა ყველა ეთნოსის წარმომადგენლები, ასევე, მუსლიმები ქრისტიანები და სხვა კონფესიები ერთად ქმნიდნენ ამ ქვეყნის სიძლიერეს. ჩვენ რამე განსხვავებულს კი არ ვაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ, იმას რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ საუკუნეების განმავლობაში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

    ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის დიალოგის ხელშეწყობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

    გიორგი მარგველაშვილმა ასევე ღირსების ორდენით დააჯილდოვა ფოკას მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ელისაბედის (მესხიშვილი) შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და ერთა შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, ის ორგანიზაციები და საელჩოები, რომლებიც მსგავსი ტიპის პროექტებს ახორციელებენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]