• გენდერული ნიშნით ძალადობაზე პანკისიდან არცერთ ქალს არ მოუმართავს - უჩა ნანუაშვილი

    შაბათი, 26 ნოემბერი 2016 16:42 view 3829
    გენდერული ნიშნით ძალადობაზე პანკისიდან არცერთ ქალს არ მოუმართავს - უჩა ნანუაშვილი

    გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემით ომბუდსმენის აპარატისთვის პანკისის ხეობაში მცხოვრებ არცერთ ქალს არ მიუმართავს,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს განუცხადა. თუმცა, უჩა ნანუაშვილის თქმით, მიმართვიანობის არარსებობა, ხეობის სოფლებში ძალადობის შემთხვევებს არ გამორიცხავს.

    მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე ხეობის უხუცეს ქალთა საბჭოსთან თანამშრომლობს.

    „ხეობიდან გენდერული ნიშნით ძალადობის თაობაზე ჩვენთვის არავის მოუმართავს, მაგრამ მომართვიანობის არარსებობა არ ნიშნავს, რომ ასეთი ფაქტები არ არსებობს. როგორც წესი, ძალადობის ფაქტები არის ყველა რეგიონში და არ არის გამორიცხული, რომ პანკისის ხეობაშიც იყოს. სახალხო დამცველის აპარტი თანამშრომლობს ადგილობრივ ორგანიზაციებთან, მათ შორის უხუცეს ქალთა საბჭოსთან. რამდენიმე თვის წინ, ახმეტაში, ჩვენი საკონტაქტო პირი დაინიშნა, რომელიც ფარავს რაიონს. შესაბამისად, ვცდილობთ მისი მეშვეობით გარკვეული ინფორმაციის მიღებას. ეს არ ეხება მხოლოდ ძალადობას, ეს ეხება ადრეულ ქორწინებას და ა.შ“,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

    სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალი იქნა მოკლული, 2000-ზე მეტ შემთხვევაში კი პოლიციამ დაცვის ღონისძიება გამოიყენა.

    სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი. მათივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახში შესაძლო ძალადობის შესახებ შეტყობინება სამართალდამცავ უწყებაში დანაშაულებრივ ქმედებამდე შევიდა თუმცა, დანაშაულის პრევენცია ვერ მოხერხდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]