• ლიტვაში რუსეთის მოთხოვნით კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე დააკავეს

    პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 18:35 view 4289
    ლიტვაში რუსეთის მოთხოვნით კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე დააკავეს

    ლიტვაში, ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიტვურმა სპეცსამსახურებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე დააკავეს. ლიტვური მედიის ინფრმაციით, ზურაბ მაისურაძე ლიტვაში უკრაინიდან ჩაფრინდა.

    სააგენტო „ბალტნიუსის“ ინფორმაციით, მაისურაძე ინტერპოლით ძებნილთა სიაშია. მისი ძებნის მოთხოვნა რუსეთის მხარემ გასცა. რუსეთს ეჭვი აქვს, რომ ზურაბ მაისურაძეს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს საერთაშორისო ტერორისტებთან.

    სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ მაისურაძე 10 დღით იქნება დაკავებული. ამ დროის განმავლობაში რუსეთმა ლიტვურ მხარეს მისი ექსტრადიციისთვის დოკუმენტები უნდა წარუდგინოს.

    ლიტვაში საქართველოს საელჩო მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

    ზურაბ მაისურაძის სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციას უკავშირდება, რომელიც 2012 წლის 28 აგვისტოს ჩატარდა. სპეცოპერაციის შედეგად შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე ეთნიკური ქისტების. დაიღუპა ასევე სპეცრაზმის 2 წევრი და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი.

    სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშში აცხადებს, რომ საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების ჩამოყვანის ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ზურაბ მაისურაძე და ამავე ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი სანდრო ამირიძე ხელმძღვანელობდნენ. სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში ჩამოყვანილ ჩეჩნებს აძლევდნენ იარაღს, წვრთნიდნენ და პირდებოდნენ „კორიდორის“ მიცემას რუსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად.

    ლაფანყურის საქმე ამ დრომდე არ არის გამოძიებული.

     

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]