• ×

    შეტყობინება

    Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

    ადვოკატებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის საიდუმლო მასალებს ისევ არ აცნობენ

    ორშაბათი, 28 მაისი 2018 18:55 view 4940
    ადვოკატებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის საიდუმლო მასალებს ისევ არ აცნობენ

    პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატებს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ისევ არ აცნობენ სისხლის სამართლის საქმეში საიდუმლოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს.

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, რომელიც თემირლამ მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს, ადვოკატებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს ამ დრომდე არ აქვთ დაშვება საქმისთვის არსებითი მნიშვნელოვანის მქონე მტკიცებულებებზე, რომელიც მათ შორის სავარაუდოდ მოიცავს: თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ჩატარებულ ოპერაციაში მონაწილე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების ჩვენებებს (პერსონალური მონაცემების დაშტრიხვით); სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების ჩვენებებს; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ლეტალური ძალის გამოყენების მომწესრიგებელი ნორმატიური აქტების ასლებს; სპეცოპერაციის ჩატარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ასლს.    

    ამ მასალების გაცნობის მოთხოვნით ადვოკატებმა თბილისის პროკურატურას 2018 წლის 14 თებერვალს მიმართეს, რაზეც უარი მიიღეს. პროკურატურის განმარტებით, ადვოკატების მიერ წარდგენილი არ იყო სისხლის სამართლის საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე დაშვების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა.

    „მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩვენი ორგანიზაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ინტერესების საუკეთესო დაცვის და მასალებზე წვდომის მიღების მიზნით, განცხადებით მივმართეთ სუს-ს და მოვითხოვეთ მასალებზე წვდომის ნებართვის მიღება. სუს-მა 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით უარი გვითხრა იმ არგუმენტით, რომ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო ორგანოს არ წარმოადგენს, არ გააჩნია უფლება - დაშვება ჰქონდეს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე“, - ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ადვოკატი.

    EMC-ის შეფასებით, სუს-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონით დადგენილ რეგულაციებს, რომელიც ადგენს ფიზიკური პირის შესაძლებლობასაც, შესაბამისი პროცედურების დაცვით, მიიღოს ინდივიდუალური დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე.

    ადვოკატის თქმით, მასალების გაცნობის გარეშე მას არ აქვს შესაძლებლობა სათანადოდ დაიცვას დაზარალებული პირის ინტერესები და უფლებები გამოძიების წინაშე.

    მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების მასალებზე წვდომის შეზღუდვის გამო პრობლემურია თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნის საკითხიც. ექსპერტიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც გასროლის მომენტში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის სხეულის მდგომარეობას, შესაძლო მოძრაობას, სროლის დისტანციას და სხვა დეტალებს უკავშირდება.

    „სამწუხაროდ, თბილისის პროკურატურის დაპირების მიუხედავად, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში მაინც არ იქნა ასახული სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების ჩვენებების შინაარსი, რაც კომპლექსური ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებას არსებითად ართულებს. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების ჩვენებების და გამოძიების პროცესში გაჩენილი ვერსიის შემოწმების მიზნით, მაისის დასაწყისში ჩვენ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მოთხოვნით გამოძიებას მივმართეთ, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე თბილისის პროკურატურას გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია“, - აღნიშნავს ადვოკატი.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. 2017 წლის 26 დეკემბერს, გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საკუთარ საძინებელ ოთახში სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი 5 პირი დაპატიმრებულია. მათ საქმეებს სასამართლო დახურულ სხდომებზე იხილავს.

    პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    მთის ამბები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]