• პანკისის ხეობაში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

    შაბათი, 21 ნოემბერი 2020 17:07 view 1854
    პანკისის ხეობაში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

    თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისის ხეობის მკვიდრი, 80 წლის მამაკაცი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. ეს ხეობაში ამ ინფექციით გარდაცვალების პირველი, ხოლო კახეთში მე-17 შემთხვევაა.

    როგორც ჯოყოლოს ამბულატორიის მთავარმა ექიმმა ქეთო ფარეულიძემ პანკისის სათემო რადიოს განუცხადა, პაციენტი საავადმყოფოში 20 ნოემბერს, დილით მოათავსეს და საღამოს გარდაიცვალა.

    „მამაკაცი საავადმყოფოში ცხელების სიმპტომებით შემოიყვანეს და მას თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა - გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია და სიმსუქნე“, –  აღნიშნა ქეთო ფარეულიძემ.

    დღეისათვის პანკისის ხეობაში კორონავირუსით 30 ადამიანია ინფიცირებული, პირველი შემთხვევა კი 29 ოქტომბერს დაფიქსირდა. ახმეტის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის სულ 137 შემთხვევაა აღრიცხული.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]