• weather cur horoscope

    პანკისის ხეობაში ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით დაბალია

    შაბათი, 21 ნოემბერი 2020 18:42 view 698
    პანკისის ხეობაში ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით დაბალია

    საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 18:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა - 28.89%-ია, მაშინ როცა 31 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში, დღის იმავე მონაკვეთში, ამომრჩეველთა აქტივობა 46.15%-ს აღწევდა.

    18:00 საათისთვის, პანკისის ხეობის 5 უბანზე, 4843 ამომრჩევლიდან 1399 ადამიანი მივიდა. პანკისის სათემო რადიო, ხუთივე საუბნო კომისიის თავმჯდომარეებს დაუკავშირდა, რომელთა მონაცემების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა ასე გადანაწილდა: ჯოყოლოს N23 უბანი - 306, დუისის N5 უბანი - 301, დუისის N26 უბანი - 367, ომალოს N24 უბანი - 253 და ქვემო ხალაწნის N8 უბანზე 172 ამომრჩეველი.

    პანკისის ხეობაში, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 20.9% იყო და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

    20:00 საათისთვის, მე-10 მაჟორიტარულ ოლქში 154 საარჩევნო უბანი დაიხურება, სადაც 153 576 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები არიან რეგისტრირებულნი. მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს, თელავის N1 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისის ხეობის სოფლებში სიჩქარის კონტროლის კამერები ამოქმედდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 მარტიდან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების…

    პანდემიის ზარალის აღმოფხვრისას აუცილებელია ბავშვთა უფლებების გათვალისწინება – იუნისეფი

    გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) კორონავირუსის კრიზისს ბავშვის უფლებათა კრიზისი უწოდა.…

    პანკისის უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე სულეიმან გუმაშვილი გარდაიცვალა

    76 წლის ასაკში ქისტი პოეტი და პანკისის უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]