• ახალი დეტალები პანკისში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობის საქმეზე

    კვირა, 17 იანვარი 2021 19:59 view 8988
    ფოტოზე - მოკლული იბრაჰიმ ქავთარაშვილი ფოტოზე - მოკლული იბრაჰიმ ქავთარაშვილი

    პანკისის ხეობის სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობისთვის პოლიცია ამავე სოფელში მცხოვრებ 45 წლის სიმონ მარგოშვილს ეძებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოკლულს დანით 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.

    მკვლელობა დუისში, ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას დღეს მოხდა. დუისის მცხოვრებლებმა პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, რომ იბრაჰიმსა და სიმონს უთანხმოება ჰქონდათ, თუმცა ერთი თვის წინ ისინი შეარიგეს. გარდაცვლილის დედის თქმით, სიმონი იბრაჰიმს ედავებოდა, მამამისის სამძიმარზე რატომ არ მივიდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. უთანხმოების სხვა შესაძლო დეტალებზე ადგილობრივები არ საუბრობენ. გარდაცვლილს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

    მოკლულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მკვლელობის დროს სიმონ მარგოშვილი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

    იბრაჰიმ ქავთარაშვილის გარდაცვალების შემდეგ, სიმონ მარგოშვილმა ნათესავს დაურეკა და უთხრა, რომ კაცი მოკლა და მიეხედათ, თვითონ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სიმონ მარგოშვილის ახლობლების თქმით, ბოლო პერიოდში ის აგრესიული იყო და კონფლიქტი ოჯახის წევრებთანაც ჰქონდა. მარგოშვილის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ.

    პანკისის სათემო რადიოს არაერთმა ადამიანმა დაუდასტურა, რომ სიმონ მარგოშვილს მკვლელობაში წარსულშიც ადანაშაულებდნენ. სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პანკისის კრიზისის პერიოდში, ახლობლები მას ბიძაშვილი გოგოს მკვლელობას ედავებოდნენ, თუმცა მაშინ არ დაუკავებიათ.

    პანკისის სათემო რადიომ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, წლების წინ, იყო თუ არა გამოძიება დაწყებული სიმონ მარგოშვილის ბიძაშვილი ქალის გარდაცვალების ფაქტზე, რა შემხებლობა ჰქონდა სიმონ მარგოშვილს ამ საქმესთან, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ და ა.შ. სამინისტროდან ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ მიგვიღია. 

    დღეს მომხდარი მკვლელობის გამო, პანკისში კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური - საკითხი ნარკოტიკული საშუალებების მასობრივად მოხმარების შესახებ. ამ თემაზე პანკისის სათემო რადიომ ვრცელი რეპორტაჟი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოამზადა.

    სათემო რადიოს მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, რომელიც პანკისში ნარკოტიკების დამზადებასა და გავრცელებას ეხება, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო, თუმცა ხეობაში ვითარება არ გაუმჯობესებულა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]