• ×

    შეტყობინება

    Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

    პანკისის უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე სულეიმან გუმაშვილი გარდაიცვალა

    პარასკევი, 26 თებერვალი 2021 11:57 view 2958
    პანკისის უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე სულეიმან გუმაშვილი გარდაიცვალა

    76 წლის ასაკში ქისტი პოეტი და პანკისის უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე სულეიმან გუმაშვილი გარდაიცვალა.

    სულეიმან გუმაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა პედაგოგად და სკოლის დირექტორად. იყო საქართველოს და ჩეჩნეთის მწერალთა კავშირების წევრი. 

    1995 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული „ჩემო ჩეჩნეთო“ (ჩეჩნურ ენაზე). 2002 წელს დაიბეჭდა მისი მეორე ლექსების კრებული – „ჩემო საქართველო“ (ქართულ ენაზე).

    1999-2002 წლებში, პანკისის ხეობაში კრიზისის დროს, უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე სულეიმან გუმაშვილი ადათ-წესებზე დაყრდნობით კრიმინალებს შეძლებისდაგვარად ხელს უშლიდა დანაშაულებრივ საქმიანობაში. 2003 წელს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პანკისის ხეობაში კრიმინალებთან აქტიური ბრძოლისათვის ის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

    სულეიმან გუმაშვილი სოფელ ჯოყოლოში დაკრძალეს.

    პანკისის სათემო რადიო WAY მწუხარებას გამოთქვამს სულეიმან გუმაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, ქისტ უხუცესებსა და ხეობის მოსახლეობას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    მთის ამბები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]