• weather cur horoscope

    KRDF პანკისში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით პროექტს განახორციელებს

    ორშაბათი, 24 ოქტომბერი 2016 18:13 view 4166
    KRDF პანკისში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით პროექტს განახორციელებს

    პანკისის ხეობაში ახალი პროექტის განხორციელება იწყება, რომლის მიზანიც არის ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს სამსახურის მოძიებაში, ან საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყებასა და სათემო პროექტების განხორციელებაში.

    პროექტს ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ და „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით განახორციელებენ.

    „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის იზა ბექაურის განცხადებით, პროექტის ბენეფიციარები სპეციალურ გადამზადებას გაივლიან, რის შემდეგაც მათი ნაწილი დასაქმდება, ნაწილი კი მცირე ბიზნესის წამოსაწყებად გრანტს მიიღებს.

    „პროექტის მიხედვით, 20 ქართველი და 20 ქისტი ახალგაზრდა იქნებიან ჯგუფებში და 6 თვის განმავლობაში გადამზადდებიან. პარალელურად, კახეთში მოქმედ კომპანიებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან მოეწყობა შეხვედრები, რომ მათ შევთავაზოთ ეს ახალგაზრდები სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმების თვალსაზრისით. რომელი ახალგაზრდებიც დაუსაქმებლები დარჩებიან, მათთვის გაიცემა გრანტები, რომ ბიზნესი წამოიწყონ და დასაქმდნენ“, - განუცხადა პანკისის სათემო რადიო WAY-ს იზა ბექაურმა.

    მისივე თქმით, პროექტში გამოყენებული იქნება ფონდის - „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ დასაქმებისა და მეწარმეობის ინოვაციური მიდგომა - Employment Shuttle (დასაქმების პროგრამა), რომელიც წარმატებით განხორციელდა ესპანეთსა და საქართველოში.

    პროექტის პრეზენტაცია 31 ოქტომბერს, 13:30 საათზე, დუისის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახალი დეტალები პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

    პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის ვისო…

    პანკისში მკვლელობის ფაქტზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს

    კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული…

    რა მოხდა მკვლელობის დღეს და მანამდე - სისხლიანი კონფლიქტი პანკისში

    მეხუთე დღეა, მუთოშვილების ოჯახში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ხალხის ნაკადი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]