• weather cur horoscope

    პანკისის ხეობაში 20-ზე მეტი მცირე საწარმო იწყებს მუშაობას

    ოთხშაბათი, 16 ნოემბერი 2016 13:41 view 2872
    პანკისის ხეობაში 20-ზე მეტი მცირე საწარმო იწყებს მუშაობას

    საოჯახო სასტუმროები, ქისტური სამზარეულო, სწრაფი კვება, ჩაის სახლი, ველოტურები, თექის სახელოსნო, თხის ყველის წარმოება, ავტოსერვისი, სარემონტო კომპანია – ეს ის პროექტებია, რომლებიც „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პანკისის ხეობაში დაფინანსდა. მცირე ბიზნესის დაწყების ან განვითარების მსურველებმა 5000-დან 15 ათას ლარამდე გრანტი მიიღეს.

    თითოეული პროექტის ფარგლებში პირველივე ეტაპზე მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 4 ან 5 ადამიანი დასაქმდა. წინასწარი მონაცემებით, ხეობაში დაახლოებით 20-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა.

    თეა ხანგოშვილს პანკისში საკონდიტრო ჰქონდა. ბიზნესიდეების კონკურსში გამარჯვების შედეგად მან 8500 ლარი გრანტი მიიღო და სწრაფი კვების სერვისის დამატებას აპირებს, რომელიც აქამდე პანკისის ხეობაში არ იყო.

    ელდარ ბორჩაშვილი 25 წლის არის. 2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. პროფესიით გეოგრაფია. რამდენიმე წლის განმავლობაში პანკისში მეტყევედ მუშაობდა. უკვე 2 წელია აღარ მუშაობს. უმუშევრები არიან მისი ოჯახის წევრებიც. მცირე გრანტების კონკურსში ელდარის ბიზნესიდეამაც გაიმარჯვა. მან 15 ათასი ლარი მოიპოვა. ოჯახის წევრებთან ერთად თხის ფერმას გააკეთებს და თხის ყველს დაამზადებს.

    პანკისის სათემო რადიოს რესპოდენტებს მიაჩნიათ, რომ ხეობაში მცირე მეწარმეობის განვითარება აქ არსებულ მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის.

    ჯოყოლოს სკოლის დირექტორი ნაზო ბორჩაშვილი ამბობს, რომ თუ პანკისის ხეობაში სამუშაო ადგილები გაჩნდება, ახალგაზრდებში შემცირდება საზღვარგარეთ წასვლის სურვილი და მათ ბევრი თავისუფალი დროც აღარ დარჩებათ.

    პედაგოგი ლუიზა მუთოშვილი ამბობს, რომ პანკისის ხეობაში მცირე მეწარმეობის განვითარებას ხელს ხელისუფლების გადაწყვეტილებაც შეუწყობს, რომლის მიხედვითაც პანკისის ხეობის ყველა სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა და მეწარმეები 10 წლის განმავლობაში საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

    უხუცესთა კავშირის წარმომადგენელს, ხასო ხანგოშვილსაც მიაჩნია, რომ ხეობაში მცირე საწარმოების გახსნა და მათი ხელშეწყობა პანკისში არსებულ ვითარებას გააუმჯობესებს. მისი თქმით, ახალგაზრდებს საქმე თუ გაუჩნდებათ, ნაკლები დრო დარჩებათ ნეგატიურ საკითხებზე იფიქრონ.

    პანკისის სათემო რადიო WAY მსმენელს რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას იმ პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს მცირე ბიზნესის დაწყება ან განვითარება შეეძლებათ.

    დიანა გაურგაშვილი | პანკისის სათემო რადიო WAY

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახალი ზელანდიელი მეგობრები პანკისში სოციალურად დაუცველ 85 ოჯახს დაეხმარნენ

    „ზაქათი“ - ასე ჰქვია სასურსათო პაკეტების დარიგების პროგრამას პანკისის ხეობაში,…

    მორის მაჩალიკაშვილი დამნაშავედ ცნეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს

    თბილისის საქალაქო სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.…

    შსს პანკისში 200 თანამშრომელზე გათვლილ პოლიციის ახალ შენობას აშენებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ზუსტად…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]