• სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრი 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა

    სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 17:50 view 6432
    სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრი 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა

    სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი, 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა. ოჯახმა მისი დაღუპვის შესახებ დღეს შეიტყო.

    რამზან ბაღაკაშვილი სირიაში 2015 წლის 2 აპრილს წავიდა, მაშინ 18 წლის იყო. მასთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის გავლით სირიაში წასვლა შეძლო არასრულწლოვანმა, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილმა.

    მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ისინი პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში ცხოვრობდნენ.

    მუსლიმ კუშტანაშვილის და რამზან ბაღაკაშვილის გადაბირებასა და პანკისიდან სირიაში გაგზავნაში სასამართლომ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი ცნო დამნაშავედ და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

    სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში უკვე 23 პანკისელი დაიღუპა.

    20 წლის რამზან ბაღაკაშვილი (დეკემბერი, 2016)
    24 წლის მუხმად ხანგოშვილი (ნოემბერი, 2016)
    21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო, 2016 )
    30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი, 2016)
    34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი, 2016)
    26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი, 2016)
    39 წლის ომარ მარგოშვილი (ივნისი, 2016)
    22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი (ივნისი, 2016)
    39 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი, 2016)
    24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი, 2016)
    22 წლის მუხმად თურქოშვილი (იანვარი, 2016)
    23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი, 2015)
    33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი, 2015)
    24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი, 2015)
    18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
    21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
    22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი, 2014)
    18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი, 2014)
    36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014)
    24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013)
    26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013)
    40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013)
    23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012)

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]