• weather cur horoscope

    ჯოყოლოში სპორტული დარბაზი აშენდება

    ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 15:27 view 3138
    ჯოყოლოში სპორტული დარბაზი აშენდება

    პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში 2017 წელს სპორტული დარბაზის მშენებლობა იგეგმება. პანკისის სათემო რადიო WAY–ის ინფორმაციით, პროექტისთვის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.

    „სპორტარბაზის მშენებლობის მიზნით ტენდერი 2017 წლის იანვარში გამოცხადდება და უკვე მარტში მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი. მშენებლობა 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“, – განუცხადეს პანკისის სათემო რადიოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

    2015–2016 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ პანკისის ხეობაში ახორციელებდა ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის პროექტს, რომლის ფარგლებში პრობლემების იდენტიფიცირებაც მოხდა. პანკისის სოფლებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნაა.

    სპორტული დარბაზი, სადაც ძირითადად ჭიდაობის სექციები მუშაობს, უკვე ფუნქციონირებს სოფელ დუისში, თუმცა იმის გამო, რომ ხეობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, სოფლებს შორის გადაადგილება, განსაკუთრებით საღამოს საათებში სერიოზული პრობლემაა. არსებული დარბაზით ძირითადად მხოლოდ დუისში მცხოვრებნი სარგებლობენ.

    დუისი ხეობის ადმინისტრაციული ცენტრია, თუმცა ჯოყოლოსთან უფრო ახლოსაა სოფლები ბირკიანი, ძიბახევი, დედისფერული, ომალო, დუმასტური და ხალაწნები, მითუფრო ამ სოფლებში სპორტულ–კულტურული მიმართულებით თითქმის არაფერი ფუნქციონირებს, გაპარტახებულია სპორტული მოედნებიც. ის რომ ახალგაზრდები არ არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობებში, სპეციალისტების მოსაზრებით, რადიკალიზაციის ხელშემწყობი ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია.

    მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, პანკისის ხეობის სოფლებში 6200–მდე ადამიანი ცხოვრობს. ხეობის სოფლები ეთნიკური ქისტებით არის დასახლებული.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისის მოსახლეობამ ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით საკრებულოს პეტიციით მიმართა

    პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობამ, მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით,…

    დაფუძნდა პანკისის სათემო ორგანიზაცია

    პანკისის ხეობის ქისტურ და ქართულ სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა პანკისის სათემო…

    უკრაინიდან საქართველოში ცეზარ ტოხოსაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]