• weather cur horoscope

    პანკისში დუისის კულტურის სახლს ცეცხლი წაუკიდეს

    სამშაბათი, 03 იანვარი 2017 20:30
    პანკისში დუისის კულტურის სახლს ცეცხლი წაუკიდეს

    პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, ცეცხლი წაუკიდეს. ფონდის დირექტორის იზა ბექაურის განცხადებით, შენობას ბენზინი მიასხეს და ცეცხლი განზრახ გააჩინეს.

    როგორც შემთხვევის ადგილიდან პანკისის სათემო რადიო WAY-ს კორესპონდენტი იტყობინება, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მისივე ინფორმაციით, ბენზინი კულტურის სახლის შენობის მეორე სართულზე, რამდენიმე ადგილზე, მათ შორის კორიდორშია დაღვრილი. დამწვარია შესასვლელი კარი და იატაკის მცირე ნაწილი.

    ცეცხლი კულტურის სახლის დარაჯმა შენიშნა და შესაბამის სამსახურებს შეატყობინა. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და მეხანძრეები მუშაობენ.

    იზა ბექაური კულტურის სახლში ცეცხლის გაჩენას მისი ორგანიზაციის აქტივობებს უკავშირებს.

    კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ძალისხმევით, დუისის კულტურის სახლში სიმღერისა და ცეკვის წრეებიც ფუნქციონირებს, ამასთან ხშირად ტარდება კულტურული ღონისძიებებიც, რაზედაც პანკისის ხეობაში მცხოვრებთა ნაწილი პრეტენზიებს საჯაროდ გამოთქვამს. მათი თქმით, ისლამი ცეკვასა და სიმღერას კრძალავს.

    ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის. ფაქტზე ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილებაში მოკვლევა მიმდინარეობს.

    ამ თემაზე: იზა ბექაური - ხანძრის გაჩენამდე იყო მუქარები, რომ თქვენი არასამთავრობო გაეთრიოს პანკისიდან

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ეს იყოს ინვესტორის ერთი უკან დახევა, რომ არ უჩივლოს - ნარმანია პანკისზე

    „საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხი ვიღაცეებს უნდა მოეთხოვოთ,…

    პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება

    პანკისის ხეობაში 27 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობა…

    ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]