• weather cur horoscope

    პანკისში აქცია გაიმართება

    ოთხშაბათი, 04 იანვარი 2017 12:14 view 2390
    პანკისში აქცია გაიმართება

    დღეს, 13:00 საათზე, პანკისში, დუისის კულტურის სახლთან აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები კულტურის სახლის დაწვის მცდელობის ფაქტის გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ.

    „აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივები, უხუცესთა საბჭოს წევრები, ცენტრის თანამშრომლები და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან სწავლობენ. რეალურად, სერიოზული საფრთხე შეიძლება იყოს მომავალში. ამიტომ, პოლიციამ უნდა მოახდინოს რეაგირება ამ ფაქტზე, რომ ეს იყოს პრევენცია, სხვა, მომდევნო საფრთხეებისა“, - ამბობს კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ახალგაზრდული პროექტის კოორდინატორი ლუიზა მუთოშვილი.

    „ყველამ ერთად ხმა უნდა ამოვიღოთ და ერთად უნდა მოვითხოვოთ რომ გამოიძიონ და არ აპატიონ დანაშაული ამ სისასტიკის ჩამდენს. ეს ყველა იმ ბავშვის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, ვინც კი დადის და სწავლობს ცენტრში“, - აღნიშნავს ფონდის წარმომადგენელი ნატა ქავთარაშვილი.

    უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისი ფუნქციონირებს, ცეცხლი გუშინ საღამოს წაუკიდეს. ორგანიზაციის დირექტორის იზა ბექაურის განცხადებით, ამ ინციდენტს წინ მუქარები უძღოდა.

    „ბოლო პერიოდში, ნოემბრის მიწურულს, მე მქონდა რაღაც უსიამოვნებები ფეისბუქის საშუალებით. კონკრეტულად ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ნამდვილად არვიცი. ქალთა ძალადობის წინააღმდეგ აქციას შეუერთდა ჩვენი ორგანიზაცია და ამას მოჰყვა ხალხის ნაწილის გაღიზიანება. ფეისბუქით იყო მუქარები, რომ გაეთრიე პანკისიდან, თქვენი საქმიანობა ჩვენთვის მიუღებელია და ა.შ. იმის მერე ჩვენ შევხვდით მაგათ ლიდერებს და მეგონა, რომ ყველაფერი დაწყნარდა, მაგრამ... მე ვფიქრობ, რომ კლუბში ხანძის გაჩენა და გადაწვის მცდელობა, ერთ-ერთი გაფრთხილება იყო ჩემთვის“, – აღნიშნავს იზა ბექაური.

    ამ თემაზე: იზა ბექაური - ხანძრის გაჩენამდე იყო მუქარები, რომ თქვენი არასამთავრობო გაეთრიოს პანკისიდან

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ეს იყოს ინვესტორის ერთი უკან დახევა, რომ არ უჩივლოს - ნარმანია პანკისზე

    „საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხი ვიღაცეებს უნდა მოეთხოვოთ,…

    პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება

    პანკისის ხეობაში 27 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობა…

    ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]