• „ნაიკმა“ მუსლიმი ქალებისთვის სპორტული ჰიჯაბი შექმნა

    შაბათი, 11 მარტი 2017 12:49 view 4811
    „ნაიკმა“ მუსლიმი ქალებისთვის სპორტული ჰიჯაბი შექმნა

    სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ „ნაიკმა“ მუსლიმი ქალი ათლეტებისთვის სპორტული ჰიჯაბი „ნაიკ პრო ჰიჯაბი“ შექმნა. კომპანიის განცხადებით, პროდუქტის დამზადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სპორტით დაკავებულმა ქალებმა უკმაყოფილება გამოთქვეს სპორტული შეჯიბრებებისა და ვარჯიშის დროს ტრადიციული თავსაბურით გამოწვეული უხერხულობის გამო.

    სპორტული ჰიჯაბის დიზაინზე 13 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ის დამზადებულია სპეციალური ელასტიური ნაჭრისგან და აქვს პატარა ხვრელები ჰაერისა და ოფლის გამტარობის უზრუნველსაყოფად. სამი ფერის სპორტული ჰიჯაბი გაყიდვაში 2018 წლის გაზაფხულიდან გამოვა.

    „ნაიკის“ ახალი პროდუქტი უკვე გამოსცადა არაბმა ციგურებით ფიგურულმა მოსრიალემ ზაჰრა ლარიმ. არაბთა გაერთიანული საემიროებიდან ის პირველი ფიგურული მოსრიალეა, რომელმაც საერთაშორისო დონეზე იასპარეზა და სავარაუდოდ, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღებს მონაწილეობას.

    აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ნაიკმა“ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქალების შესახებ დაამზადა ვიდეორგოლი სახელწოდებით „რას იტყვიან შენს შესახებ?“, რომლის მიზანი სტერეოტიპების დამსხვრევა და ქალების მიმართ კულტურული და სოციალური შეხედულებების შეცვლაა. ვიდეორგოლში მონაწილეობენ როგორც მომღერალი, ისე სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოღვაწე ქალები.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]