• weather cur horoscope

    ეთნიკური უმცირესობების შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობისთვის კონკურსი გამოცხადდა

    შაბათი, 11 მარტი 2017 16:57 view 2148
    ეთნიკური უმცირესობების შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობისთვის კონკურსი გამოცხადდა

    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა თბილისსა და რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობათა შემოქმედებითი აქტივობების (გამოფენა, კონცერტი, საღამო) ხელშეწყობის მიზნით. პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 8 000 ლარს.

    კონკურსის მიზანია საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა-პოპულარიზაცია და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობის ამაღლება.

    პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 მარტი.

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ ორგანიზაციას. სამინისტროს განცხადებით, პრიორიტეტი მიენიჭება იმ პროექტებს, რომლებსაც აქვთ თანადაფინანსება ან/და წარმოაჩენენ ეთნიკური უმცირესობათა ახალგაზრდა თაობას. კონკურსში გამარჯვებული პროექტი 2017 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.

    საკონკურსოდ წარდგენილ პროექტებს კულტურის სამინისტრო 3 აპრილს განიხილავს, 6 აპრილს კი შედეგები გასაჯაროვდება.

    კონსულტაციები გაიმართება ყოველ ოთხშაბათს, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტში.

    იხილეთ დეტალური ინფორმაცია

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ონლაინ სწავლების გამოწვევები – რა შეცვალა კოვიდ-19-მა ჯოყოლოს სკოლაში

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში, სადაც 146 მოსწავლე სწავლობს,…

    მთავრობა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს ხმების ყულაბად განიხილავს - ჭიაბერაშვილი

    რატომ არ ხვდება „ევროპული საქართველოდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის…

    ახმეტის მერიამ პანკისის სათემო რადიოს ოფისის გაყიდვა არჩევნებამდე შეაჩერა

    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს, 7 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე უკან…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]