• პანკისში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირები გაიმართება - სპორტის მინისტრი

    შაბათი, 18 მარტი 2017 15:30 view 3709
    პანკისში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირები გაიმართება - სპორტის მინისტრი

    პანკისის ხეობაში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირების ჩატარება იგეგმება – ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY–ს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ძიუდოს პოპულარიზაციის მიზნით, საბავშო ბაღებში პროექტი საბავშო ძიუდო განხორციელდება.

    „საბავშო ძიუდოს“ პირველი საპილოტე პროექტი კახეთიდან დაიწყება. 20 საბავშვო ბაღი უკვე შერჩეულია და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პროექტი პანკისის ხეობაშიც განხორციელდება. დარწმუნებული ვარ, იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც პანკისის ხეობაში აქვთ და რამდენადაც პოპულარულია სპორტის ეს სახეობა, პანკისი არაერთ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს და ძიუდო ახალგაზრდებში კიდევ უფრო პოპულარული გახდება“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „მე და სახელმწიფო“.

    მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხრიდან პანკისის ხეობაში ძალისხმევა გაზრდილია.

    „თანამშრომლობის აბსოლუტურად სხვა დინამიკაში ვართ. პანკისში რამდენიმე სპორტული ობიექტი მოვაწყეთ, ინვენტარიც გამოვაგზავნეთ, არაერთ აქტივობაში მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს ძალიან გრძელვადიანი, ძალიან საინტერესო პროექტის დასაწყისია. უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ, უფრო მეტი პროექტები უნდა განვახორციელოთ, მაგრამ ეს მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებზე არ უნდა იყოს მინდობილი. აქ აუცილებელია ადგილზე მომუშავე კონკრეტული ფედერაციების რეგიონალური დეპარტამენტებისა თუ ორგანიზაციების მონაწილეობა. სხვადასხვა პროექტები, მათ შორის ახალგაზრდული, განხორციელდა სწორედ იმის ხარჯზე, რომ ადგილზე იყო ინიციარტივა. ყველაზე დიდ ნუგეშს რასაც მაძლევს არის ის, რომ ადგილზე დავინახე არაერთი ძალიან მოტივირებული ახალგაზრდა, რომელიც დაინტერესებულია, რომ პანკისის ხეობა შეუერთდეს იმ პროცესს, რომელიც საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის და სპორტული საზოგადოების განვითარების კუთხით მიმდინარეობს“, - განაცხადა მინისტრმა.

    2016 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხეობაში მცხოვრები 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების 61% ფიზიკური აქტივობით/სპორტით არ არის დაკავებული. პანკისის სათემო რადიოს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ახალგაზრდები ხეობაში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]