• ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა იწყება

    კვირა, 26 მარტი 2017 10:34 view 4783
    ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა იწყება

    საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სტაჟირების საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სამთვიან სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.

    სტაჟირების პროგრამას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

    „ეს პროგრამა შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის საკუთარი თავის გამოსავლენად და პროფესიული უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული იმ მიმართულებით, რომ გაიზარდოს ამ ნიჭიერი ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა და მათ საკუთარ სამშობლოში, საქართველოში შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება“ , - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

    სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტს, რომელსაც გავლილი აქვს „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში“ (1+4 პროგრამა) და არის ბაკალავრიატის მესამე/მეოთხე კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული ან მაგისტრატურის სტუდენტი/კურსდამთავრებული.

    სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა.

    კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 აპრილი.

    სტაჟირების პროგრამის შესახებ იხილეთ დეტალური ინფორმაცია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]