• მაგდანა ალხანაშვილი ახმეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს

    ორშაბათი, 03 აპრილი 2017 13:27 view 4459
    მაგდანა ალხანაშვილი ახმეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს

    ახმეტის საკრებულოს დღევანდელ მორიგ სხდომაზე ორი კომისიის ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ გარსევანიძე 18 ხმით, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი მაგდანა ალხანაშვილი 17 ხმით იქნენ არჩეული.

    „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო. ახმეტის საკრებულოს შემთხვევაში ეს რაოდენობა 16 ხმას შეადგენს.

    იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭს იყრიდა ასევე ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი უჯირაული, რომელმაც ფარულ კენჭისყრაში 10 ხმა მიიღო, ხოლო კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი მაისურაძე, რომელსაც მხარი საკრებულოს 9 წევრმა დაუჭირა.

    კომისიის თავმჯდომარედ არჩევამდე ზურაბ გარსევანიძე ფრაქციის „ამომრჩევლის ხმა“ თავმჯდომარე იყო, მაგდანა ალხანაშვილი კი ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე. ორივე მათგანი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარდგენით არჩეული მაჟორიტარია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]