• 10 აპრილიდან პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა

    ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 17:38 view 4008
    10 აპრილიდან პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა

    10 აპრილიდან პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია დაიწყება და 29 აპრილამდე გაგრძელდება. ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომელთაც 18 წელი შეუსრულდათ, არ ფლობენ ახალ მოწმობებს და მას პირველად იღებენ.

    აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები არ გადაიხდიან ფოტოსურათის გადაღების საფასურის. პირადობის მოწმობის უფასოდ მისაღებად მათ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

    იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მიზანი ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირებაა.

    „რაც უფრო მეტი მოქალაქე ფლობს ბიომეტრიულ დოკუმენტს, მით უფრო დაცულია პრინციპი „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა!“. სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 24 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ჰქონდა“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

    მათივე ინფორმაციით, საქართველოს 2 485 876 მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას, ხოლო დამატებით 376 142 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს ფლობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]