• სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

    პარასკევი, 07 აპრილი 2017 16:26 view 6145
    სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017-2018 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია გამოაცხადა. რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი, რომელიც სკოლებში რეგისტრაციას გულისხმობს, 10 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება.

    სკოლაში რეგისტრირდება ის მოსწავლე, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

    პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება სკოლაში 25 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით განხორციელდება.

    პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 8 მაისს დაიწყება და 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.emis.ge

    ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

    განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

    პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 19 ივნისს დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

    2017-2018 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთაც სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი.

    2017-2018 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]