• თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას აცხადებს

    სამშაბათი, 18 აპრილი 2017 16:29 view 5263
    თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას აცხადებს

    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში იწვევს და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. ასევე, მიიღება რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი შემადგენლობა 35 წლამდე.

    თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ.

    „სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მაღალი ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში“, - განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში.

    იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქემ უნდა ჩააბაროს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტი. ასევე, უნდა გაიაროს სამხედრო სამედიცინო კომისია. რეკრუტი ჩაირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე (BCT – Basic Combat Training).

    შერჩეული კანდიდატებისათვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი 2017 წლის 5 ივნისიდან დაიწყება. სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტი უზრუნველყოფილი იქნება კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსებით.

    10-კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტი ქვედანაყოფში თანამდებობაზე დაინიშნება. საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალურ კურსზე რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება და მომზადებას გადის სამხედრო დისციპლინებში: ტაქტიკური მომზადება; სამხედრო-საინჟინრო მომზადება; მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვა; ზოგადი საკითხები; ფიზიკური მომზადება; სამხედრო-სამედიცინო მომზადება (თეორია და პრაქტიკა); საერთო საჯარისო წესდებები/სამხედრო კანონები; სამწყობრო მომზადება; კავშირგაბმულობა; საცეცხლე მომზადება (თეორია და პრაქტიკა); სამხედრო ტოპოგრაფია.

    განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი); ფოტოსურათი 3X4 - 2 ცალი; სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი; დაბადების მოწმობის ასლი.

    საკონტრაქტო სამსახურისათვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც პირადი საქმის შესადგენად უნდა წარმოადგინოს საბუთები: ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში); გასაწვევი პირის განცხადება; ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში); ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი); დაბადების მოწმობის ასლი; პირადობის მოწმობის ასლი; განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი; ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი; შვილების დაბადების მოწმობის ასლი; ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები; მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში); ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული); ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (,,MMR“- წითელა, წითურა, ყბაყურა: ,,TD”-ტეტანუსი-დიფტერია); ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული); ცნობა ნასამართლობის შესახებ; ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ); შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში); მიღებული სერტიფიკატის ასლი; სამხედო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი); ფოტოსურათი 3X4 - 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია CD).

    საბუთების მიღება წარმოებს 2017 წლის 18 აპრილიდან, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე (მისამართი: . ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, პირველი შესახვევი) და ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზე (მისამართი: . ახალციხე, კოსტავას ქუჩა №1 სამხედრო ქალაქი).

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]